x
image
მანჩო 777
სიკეთე გადაარჩენს მსოფლიოს
გახსოვთ, ბოლოს როდის ჩაიდინეთ კეთილი საქციელი? დამეთანხმებით, თანამედროვე შეშლილ სამყაროში ყველას როდი შეუძლია სიკეთის გაკეთება.

ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ კეთილი საქმეების ნაკრები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.



ავსტრალია-მეხანძრე წყალს ასმევს კოალას ტყეში გაჩენილი ხანძრის დროს


image



იტალია-სკოლის მასწავლებელმა ანტონიო ლაკავამ იყიდა სამთვლიანი სატვირთო მანქანა და მასში მოძრავი ბიბლიოთეკა მოაწყო. ის დადის მთელი იტალიის სოფლებსა და ქალაქებში და ცდილობს იტალიელ ბავშვებს წიგნის სიყვარული შთაუნერგოს, ყველა წიგნი ანტონიომ საკუთარი ფულით შეიძინა. მისი მანქანის გამოჩენას პატარები ყველგან სიხარულით ხვდებიან

image




ნორვეგია-ორმა ყმაწვილმა გარისკა და აღელვებული მდინარიდან თიკანი გამოიყვანა

image



ეგვიპტე-ეგვიპტეში არეულობის დროს ქრისტიანებმა მუსულმანებს ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს, რომ მათ ლოცვა შეძლებოდათ

image



ეგვიპტე-მუსულმანები იცავენ ქრისტიანებს საშობაო წირვის დროს

image



ტაილანდი-სპილოს, რომელიც ფუგასზე აფეთქდა, ფეხზე პროთეზს უკეთებენ

image



ბელორუსია-პენსიონერმა ვიაჩესლავ ივანოვიჩმა საკუთარი სახსრებით აქვაპარკი ააშენა. მასში ბანაობა და გართობა ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია

image



ავღანეთი-ავღანელი მამაკაცი ჩაის სთავაზობს ამერიკელ ჯარისკაცს.ყურადღება გაამახვილეთ, რომ ავღანელს მეორე ჩაის ჭიქაც უჭირავს ხელში და იქვე მეორე ამერიკელი ჯარისკაცი მოჩანს

image


ბანგალედეში-მამაცმა ყმაწვილმა თავი საფრთხეში ჩაიგდო, რათა წყალდიდობის დროს შვლის ნუკრი გადაერჩინა

image


ტაივანი-ჟაკლინ კიპლონო ეხმარება მორბენალ ინვალიდს, რომ მან ფინიშს მიაღწიოს

image


კანადა-კანადის მეტროში ტურნიკეტი გაფუჭდა და მომსახურე პერსონალიდან იქ არავინ აღმოჩნდა. აი რა დატოვეს მგზავრებმა შესასვლელთან

image



ბოსნია და ჰერცოგოვინა-პატარა გოგონა წყალს აწვდის პოლიციელებს

image




ფინეთი-წარწერა სახლის სადარბაზოში ჰელსინკში: "20 ევრო ნაპოვნია პირველ და მეორე სართულებს შორის, 11 სექტემბერს 18.30 საათზე"

image



ინდოეთი-მატარებლის მგზავრებმა შენიშნეს, როგორ ჩავარდა პატარა სპილო ორმოში. მათ მემანქანე დაითანხმეს გაეჩერებინა მატარებელი და სპილო ორმოდან ამოიყვანეს

image



რუმინეთი-რუმინელი ბავშვი პოლიციელს აწვდის ბუშტს საპროტესტო მიტინგის დროს ბუქარესტში

image



აშშ- 10 000 ადამიანი შეიკრიბა ქუჩაში 8 წლის დილეინ ბრაუნის სახლის წინ, რათა მისი უკანასკნელი სურვილი შეესრულებინათ: მათ კიბოთი დაავადებულ გოგონას საშობაო მესა უმღერეს

image



ბრაზილია-მამაკაცი თავის ფეხსაცმელს აძლევს უსახლკარო გოგონას

image


სერბეთი-სერბეთის ქალაქ პირატის გამოსაშვები სკოლის მოსწავლეებმა უარი თქვეს ძვირფას კაბებსა და კოსტიუმებზე გამოსაშვები საღამოსათვის. მათ ის თანხა, რაც ამ ტანსაცმელში უნდა დაეხარჯათ, შეაგროვეს და მძიმედ დაავადებულ ბავშვებს გადასცეს სამკურნალოდ

image

9
77
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
77
  
2014, 17 მაისი, 8:35
მადლობა, გაიხარე:)
2014, 17 მაისი, 8:33
მომეწონა, ყოჩაღ :)
2014, 11 მაისი, 8:20
ნელ-ნელა დაიწყო ეგ პროცესი, სამწუხაროდ(:
2014, 11 მაისი, 8:18
ასე რომ ჯერ არ გადაგვარებულა კაცობრიობა....
2014, 11 მაისი, 0:46
თქმას საქმე სჯობს,აქ ცხოველს,ან სხვა ერისას ან სხვა რელიგიისას კბილებით გლეჯენ დახმარება კი არა
2014, 10 მაისი, 23:05
დიახ, თუმცა საეჭვოა საჩემოც დაგრჩეთ რამე მსუნაგებო!! :))
2014, 10 მაისი, 22:56
მადლობა, ჩემო კარგო..ნამდვილად იმსახურებ ერთ ნაჭერ ტორტს:D
2014, 10 მაისი, 22:55
ძალიან ძალიან ძალიან მომეწონა
0 1 9