ტოპ ათეული ქალაქებისა, რომლებიც სიცოცხლის მანძილზე აუცილებლად უნდა ნახოს ყველამ (+ ბევრი ფოტო )
"ვერაფრით ვერ მივხვდით, თუ რომელი დედაქალაქი იმსახურებდა პირველ ადგილს" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსული საიტი და შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მოგზაურობისთვის ყველაზე მიმზიდველ და ულამაზეს ქალაქზე შეაჩეროს არჩევანი.
თუმცა სიის სათავეში ათასწლოვანი სტამბული მოხვდა მთელი თავისი სიდიადით.
მეორე ადგილზე კი მოგზაურებს ანტიკური ეპოქის "მარადიულ" ქალაქად წოდებული რომის დათვალიერებას ურჩევენ მსოფლიოს ექსპერტები.
უდიდესი იმპერიის ყოფილი დედაქალაქი ლონდონი გამორჩეული კლასიკური არქიტექტურით და კულტურით, ქალაქი, სადაც ასეულობით ენაზე მოლაპარაკე ადამიანს ნახავთ, ქალაქი, რომელიც "seething cauldron".
პეკინი - ერთ - ერთი უძველესი დასახლება მსოფლიოში, რომელსაც 3 000 წლიანი ისტორია აქვს თავისი უმნიშვნელოვანესი ძეგლებით, მათ შორის ჩინეთის კედელი და ცნობილი აკრძალული ქალაქი.
ძნელია შეაფასო პარიზის ლუვრის სასახლე ან ეიფელის კოშკი, თუმცა გადაჭარბებულად არავის მოეჩვენება ის კულტურული მემკვიდრეობა, რაც ფრანგებს ერგოთ წილად.
ტურისტებს აღაფრთოვანებს ფლორენციის დათვალიერება. აქ ყოველწლიურად მილიონობით დამთვალიერებელი ჩამოდის და რომ იტყვიან, აქედან ყველა " მონუსხული" ბრუნდება უკან.საკათედრო ტაძრებით, მოედნებით და მათ შორის "Santa Maria del Fiore და Piazza della Signoria".
ბუენოს აირესი არგენტინაში, რომელსაც "პარიზს" უწოდებენ სამხრეთ ამერიკაში მთელი თავისი ევროპული მემკვიდრეობით და განსაცვიფრებელი არქიტექტურით.მიუხედავად ევროპული მემკვიდრეობისა, ქალაქი ინარჩუნებს ლათინო - ამერიკულ ვნებას, სითბოს და სილამაზეს.
ნიუ იორკი ამერიკაში - ერთ - ერთი მრავალრიცხოვანი და ამავდროულად ცივი ქალაქი.
ბარსელონა - ულამაზესი ქალაქი ძველი და ახალი არქიტექტურით, საუკუნოვანი შენობების გასწვრივ თქვენ იხილავთ თანამედროვე ფუფუნების სასტუმროებსა და აპარტამენტებს.
საუკეთესო ქალაქთა ათეულში მოხვდა სანკტ პეტერბურგი, რომელსაც ყველაზე ევროპულ და ყველაზე რუსულ ქალაქად თვლიან.
აი, ეს არის ტოპ ათეული იმ ქალაქებისა, რომელთა დათვალიერებასაც გვირჩევენ სიცოცხლეში ერთხელ მსოფლიო ექსპერტები.