x
image
მანჩო 777
მეზღვაურმა ღალატის გამო ცოლს სასამართლოში უჩივლა
ამ ცოტაოდენი ხნის წინ რუსეთის ქალაქ ომსკის სასამართლომ ძალიან უცნაური საქმე განიხილა. ერთმა მეზღვაურმა სარჩელი შეიტანა სასამართლოში თავისი ყოფილი ცოლის წინააღმდეგ და მოითხოვა დაედგინათ, ნამდვილად იყო ის თუ არა ხუთი შვილის მამა. სასამართლო შეუდგა საჩივრის განხილვას და თქვენი აზრით, იცით რა გაირკვა?

image

როგორც ცნობილი გახდა, ომსკელმა მეზღვაურმა სასამართლოში საჩივარი შეიტანა იმის გამო, რომ მას ეჭვი ეპარებოდა, ნამდვილად იყო თუ არა თავისი შვილების ბიოლოგიური მამა. მისი თქმით, 12 წლიანი ქორწინების შემდეგ ის ცოლს გაეყარა, რადგან ეჭვი ჰქონდა, რომ ქალი ღალატობდა.

"–მათ ექვსი შვილი დარჩათ, 3 გოგონა და 3 ვაჟი, რომელთა შესანახად მეზღვაური ყოველთვიურად იხდიდა ალიმენტს-თავისი ხელფასის ნახევარზე მეტს, მაგრამ კაცს ეჭვები გაუჩნდა, რომ უკანასკნელი 5 შვილის ბიოლოგიური მამა ის არ იყო, -განუცხადა ჟურნალისტებს სამართლოს რწმუნებულმა, -უფროსი გოგონას მამობაში მას ეჭვი არ ეპარებოდა, რადგან ის ჯერ კიდევ წყვილის დაქორწინებამდე დაიბადა და მამის ზუსტ ასლს წარმოადგენს. ხოლო დანარჩენი ბავშვები, რომელთაგან უკანასკნელი 2007 წელს გაჩნდა, მას სრულებით არ ჰგვანან ... და კიდევ, როცა ისინი ჩაისახნენ, მამაკაცი ნავიგაციაში იმყოფებოდა".


მეზღვაურმა სასამართლოს წარუდგინა ცნობა, თუ დროის რა მონაკვეთებში არ იყო ის სახლში, რადგან ამ დროს შორეულ ზღვაოსნობაში იმყოფებოდა და მოითხოვა ბავშვების ანალიზი დნმ-ზე.

გამოკვლევა მას 46 000 რუბლი დაუჯდა, თუმცა მისმა შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სასამართლო-სამედიცინო ექპსერტიზამ აჩვენა, რომ 5 ბავშვიდან მეზღვაური მართლაც არაა არცერთის მამა. უფრო მეტიც, სასამართლოზე ცოლმა აღიარა, თუ ვინ იყო ბოლო, მეხუთე ბავშვის მამა, აი დანარჩენი 4 კი ვისი შვილია, ეს მან თავად არ იცოდა, რადგან იმ პერიოდში ერთდროულად რამოდენიმე მამაკაცთან ჰქონდა კავშირი.

სასამართლომ მთლიანად დააკმაყოფილა მეზღვაურის სარჩელი და გაათავისუფლა ის ალიმენტის გადახდისაგან.


image

6
85
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
85
  
2014, 8 მაისი, 18:18
ტიპიური რუსული ისტორიაა, როგორც აქ თქვეს:)
2014, 8 მაისი, 17:18
ჰაჰაჰაჰაჰაჰაა :DDD რა გულიანად ვიცინე
2014, 8 მაისი, 10:29
შენ ეგა თქვი:D
2014, 8 მაისი, 10:29
აჰა, ასეთი შემთხევევები მანდ უამრავია:D
2014, 8 მაისი, 10:27
შეშლილი მსოფლიო
2014, 8 მაისი, 10:27
კარგად ვიცინე.........რუსული ტიპიური ისტორია
0 1 6