საზოგადოება 116 წლის პერუელმა ქალმა თავისი დღეგრძელობის საიდუმლო გაამხილა 2014, 6 მაისი, 22:41 პერუში მცხოვრები ქალი ამტკიცებს, რომ პლანეტის უხუცესი ადამიანია და მას ამის დამადასტურებელი საბუთებიც აქვს. მისი თქმით, ის 116 წლისაა.
ფილომენა ტაიპე მენდოზა თვლის, რომ მისი დღეგრძელობის საიდუმლო თხის ხორცსა და რძეშია. ამბობს, რომ 116 წლისაა და მძიმე ცხოვრება გაიარა ანდების მთებში, სრულიად ახალგაზრდა დაქვრივდა და მარტო გაზარდა ცხრა შვილი. ქალს არასოდეს არ დაუტოვებია თავისი პატარა სოფელი, ხოლო მის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ქალს ახალი ტიპის საპენსიო მოწმობის ასაღებად მოუწია მისვლა.
პერუს შრომის სამინისტრომ ქალს მისცა საპენსიო მოწმობა, რომლის მიხედვითაც ის დაიბადა 1897 წლის 20 დეკემბერს. თუ ეს სიმართლეა, გამოდის, რომ ფილომენა 2, 5 თვით უფროსია იაპონელზე, რომელიც ამჯამად პლანეტის უხუცეს ადამიანად ითვლება.
მისაიო ოკავა, რომელიც 1898 წლის 5 მარტს დაიბადა, გინესის რეკორდების წიგნის და კალიფორნიის გერონტოლოგიის კვლევითი ჯგუფის მონაცემების მიხედვით ამჟამად პლანეტაზე მცხოვრები ყველაზე უხუცესი ადამიანია. ამ უკანასკნელ ორგანიზაციას ეჭვი ეპარება მენდოზას შესახებ არსებული საბუთების სისწორეში. ამჟამად ჯგუფი დეტალურად სწავლობს ამ საქმეს, რადგან ბოლო ხანს საკმაოდ ბევრი საბუთების გაყალბების მცდელობა იყო, რადგან ბევრს უნდა მსოფლიოს უხუცესი ადამიანის ტიტულის მოპოვება. შესაძლებელია, რომ ორგანიზაციის წევრები ჩავიდნენ პერუში და მენდოზას ჩაუტარონ ტესტები სიმართლის დასადგენად. მენდოზა, რომელიც ხიანკაველიკას რაიონის პატარა ღარიბ სოფელში ცხოვრობს, ერთი კვირის წინ გადაიღეს თავის საპენსიო წიგნაკთან ერთად, რომელიც მან მიიღო უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები პენსიონერების დახმარების პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩარჩოებში. უხუცესმა ქალბატონმა განაცხადა:" -მე წინა საუკუნიდან კი არა, იმის წინა საუკუნიდან ვარ. მე ძალიან ბებერი ვარ. ჩემი დღეგრძელობის საიდუმლო ნატურალურ საკვებშია. მე მუდამ ვჭამდი კარტოფილს, მარცვლოვანებს, თხის ყველს და ხორცს, ვსვამდი ცხვრის რძეს. ყველაფერი, რასაც მე ვჭამდი, ჩემს ბაღში და ეზოში იზრდებოდა. არასოდეს გამომიყენებია საკვებად კონსერვები და გაზიანი სასმელები". მენდოზამ აღნიშნა აგრეთვე, რომ მას ძალიან მძიმე ცხოვრება ჰქონდა. დაქვრივებულს სრულიად ახალგაზრდას მოუწია 9 შვილის მარტო გაზრდა. ის ბევს მუშაობდა, რომ შვილები გაეზარდა, თუმცა ახლა მათგან მხოლოდ სამიღაა ცოცხალი. 960 11-ს მოსწონს
|