x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ჯგუფი,რომელზეც თაობები გაიზარდა-Smokie(ვიდეოკლიპები)


image ალბათ ძნელად მოიძებნება სხვა დასავლური როკ-ჯგუფი, რომელიც ასეთი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ყოფილ საბჭოეთში, როგორც "სმოუკი."


ჩამოყალიბდა ბრედფორდში 1975 წელს(უორკშირის საგრაფო, დიდი ბრიტანეთი)განსაკუთრებით პოპულარობა 70-იანი წლების ბოლოს მოიპოვა, თუმცა ჯგუფი ბევრად უფრო პოპულარული ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში იყო, ვიდრე სამშობლოში ან შეერთებულ შტატებში.



საწყისი შემადგენლობა:კრის ნორმანი-ვოკალი, გიტარა;ალან სილსონი-ვოკალი, გიტარა;ტერი ატლი-ბას-გიტარა, ვოკალი;რონ კელი-დასარტყამი ინსტრუმენტები, ხოლო 1976 წლიდან პიტ სპენსერი.image


1986 წლიდან ჯგუფის ლიდერმა და ვოკალისტმა კრის ნორმანმა დატოვა "სმოუკი" და სოლო კარიერა წამოიწყო, იგი მომღერალ ალან ბარტონით შეცვალეს, შემდგომ ჯგუფმა დაიმატა კლავიშებზე შემსრულებელი მარტინ ბულარდი.1995 წელს ალან ბარტონი ტრაგიკულად დაიღუპა ავტოკატასტროფაში გერმანიაში ტურნეს დროს.იგი მაიკ კრაფტით შეცვალეს.ჯგუფს ორ ათეულზე მეტი ალბომი აქვს გამოცემული, მათი ბოლო ჩანაწერი "Take A Minute"-2010 წელს გამოვიდა.image


ახლა კი გავიხსენოთ ის ჰიტები, რომლები ბევრი ჩვენთაგანისთვის ნაცნობია და შეუყვარდა მილიონობით მსმენელს.

1
182
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
182
  
2014, 5 მაისი, 22:30
Living Next Door To Alice -ეს ყველაზე მეტად მიყვარდა:)
0 1 1