ფოტოგრაფია 100 000 ადამიანი ერთ ფოტოსურათზე 2014, 5 მაისი, 23:19 იმისათვის, რომ წარმოიდგინოთ, თუ როგორ გამოიყურება ხალხის უზარმაზარი ჯგუფი, გთავაზობთ ფოტოსურათებს, რომლებზეც აღბეჭდილია 100 000 და მეტი ადამიანი.
1.სპორტული მატჩი "მიჩიგან სტადიუმზე"(MICHIGAN STADIUM)-ტევადობა 109901 ადამიანი. ![]() 2.სააღდგომო მესა ვატიკანში 100 000 მორწმუნე ადამიანის მონაწილეობით. ![]() 3.ფესტივალი Electric Daisy Carnival, რომელსაც 200 000 ადამიანი ესწრებოდა. ![]() 4.ფესტივალი Ultra Music Festival-150 000 მაყურებლის მონაწილეობით. ![]() 5.მიტინგი ვენესუელაში 100 000 ადამიანის მონაწილეობით. ![]() 6.ჯგუფ Metallica-ს კონცერტი, რომელსაც ესწრებოდა 150 000 ადამიანი. ![]() 7.კარნავალი რიო-დე-ჟანეიროში. ერთ "სამბადრომზე" 80 000 ადამიანი ეტევა, ხოლო თავად კარნავალში კი მილიონამდე ადამიანი ღებულობდა მონაწილეობას. ![]() 8.ინდური დღესასწაული Holi, რომელსაც ლამის მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ. სურათზე წარმოდგენილია დღესასწაულის ამსახველი კადრები რადხა-კრიშნას ტაძარში, იუტას შტატში, 100 000 ადამიანის მონაწილეობით. ![]() 9.ედინბურგის სამეფო სამხედრო ორკესტრის პარადი, რომელსაც 200 000 ადამიანი ესწრებოდა. ![]() 10.კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 63-ე წლისთავისადმი მიძღვნილი პარადი ფხენიანში. პარადში მონაწილეობდა 10 000 სამხედრო პირი, ხოლო მასის რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა. ![]() 123 12-ს მოსწონს
|