შოუბიზნესი ფეხმძიმე კრისტინა აგილერა ჯაზის ფესტივალზე ახალ ორლეანში. 2014, 4 მაისი, 22:45 33 წლის მომღერალმა კრისტინა აგილერამ ახალ ორლეანში ჯაზის ფსტივალზე მიიღო მონაწილეობა.გასაოცარი ისაა, რომ მომღერლისთვის ხელი არ შეუშლია იმ ფაქტს, რომ ის ფეხმძიმედაა და ერთი საათის განმავლობაში შეუსვენებლად, შესაშური ენერგიით სავსე ასრულებდა მის ცნობილ ჰიტებს.ერთ მომენტში ის ბედნიერი სახით მიუბრუნდა მსმენელს და განუცხადა: "მალე მე ქალიშვილი მეყოლება".შეგახსენებთ, რომ კინოპროდიუსერმა მეტ რატლერმა მას "წმინდა ვალენტინის დღეს" ცოლობა სთხოვა.ცოტა ხანში კი ცნობილი გახდა, რომ მომღერალი შვილს ელოდება.ამჟამად კრისტინა ზრდის 6 წლის ბიჭს პირველი მეუღლიდან, რომელსაც მალე დაიკო ეყოლება. 60 2-ს მოსწონს
|