x
image
მანჩო 777
მამაცმა ირანელმა მეხანძრემ ადამიანების სიცოცხლე თავისი სიკვდილის შემდეგაც იხსნა
რანელმა მეხანძრემ ომიდ აბაასმა (OMID ABASSI) ადამიანების სიცოცხლე იხსნა თავისი სიკვდილის შემდეგაც კი.

image


მამაცი ირანელი მეხანძრე ომიდ აბაასი დაიღუპა ხანძრის დროს, როცა ცხრა წლის გოგონას გადარჩენას ცდილობდა.

ახალგაზრდა ქალი თავის ორ შვილთან ერთად ალმოდებული სახლში დამწყვდეული აღმოჩნდა.


მეხანძრეებმა მოახერხეს კიბის საშუალებით ქალის და მისი 5 წლის ვაჟის გამოყვანა ცეცხლმოკიდებული სახლიდან, მაგრამ სახლში კიდევ 9 წლის გოგონა იმყოფებოდა, რომელიც ფანჯარაზე იყო დაკიდებული და სადაცაა ჩამოვარდებოდა მერვე სართულიდან.

image

ალმოდებულ სახლში შესვლა უკვე საშიში იყო, მაგრამ აბაასი არ შეუშინდა ცეცხლს, მან მიაღწია პატარა გოგონასთან, მისცა მას თავისი ჟანგბადის ნიღაბი და მოახერხა მისი გამოყვანა ხანძრიდან, მაგრამ თვითონ დაიღუპა უჰაერობით გამოწვეული ფილტვების შეშუპების გამო.

image

ამით როდი დასრულდა ახალგაზრდა მეხანძრის მიერ ჩადენილი სიკეთე:მისმა ნათესავებმა მიიღეს გადაწყვეტილება აბაასის ორგანოები გადაეცათ საქველმოქმედო მიზნებისათვის და ამან კიდევ ოთხი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

image

ამგვარად, ირანელმა მეხანძრემ ადამიანების სიცოცხლე თავისი სიკვდილის შემდეგაც კი იხსნა.

ასე რომ, ამქვეყნად ჯერ კიდევ არსებობენ კეთილი, მამაცი ადამიანები და იმედია, ყოველთვის იარსებებენ!

image

1
151
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
151
  
2014, 2 მაისი, 17:54
:((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((
0 1 1