სხვა შემთხვევით ან შეცდომით აღმოჩენილი გენიალური გამოგონებები 2014, 2 მაისი, 11:59
1-პენიცილინი-მედიკამენტი, რომელმაც გადატრიალება მოახდინა მსოფლიო მედიცინაში.გამოგონილი იქნა ბრიტანელი ბიოლოგის ალექსანდრე ფლემინგის მიერ 1928 წელს.შვებულებიდან დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ მიკროსკოპში ბაქტერიები დაღუპული იყო ობის სოკოს მეშვეობით.
2-მიკროტალღური ღუმელი-ერთხელ ინჟინერმა პერსი სპენსერმა, რომელიც კომპანია Raytheon–ში მუშაობდა, შეაჩნია, რომ შოკოლადის ფილა, რომელიც ჯიბეში ედო მაშივე დადნა, როგორც კი მაგნეტრომს(გენერირებადი მიკროტალღური ელექტრონული ნათურა) მიუახლოვდა.რამდენიმე წელში მან ეს დაკვირვება პრაქტიკულად განახორციელა, რითაც მსოფლიოს აჩუქა მიკროტალღური ღუმელი. 3-ვულკანიზებური რეზინა-მე-19 საუკუნის 30-იან წლებში რეზინის, როგორც გამოუსადეგარი მატერიალის ხმარებიდან ამოღებას აპირებდნენ.რეზინა არ იყო მდგრადი ექსტრემალური ტემპერატურის მიმართ, თუმცა ჩარლზ გუდიარი მაინც არ ნებდებოდა და ცდილობდა რეზინის ახალი ნიმუში შეექმნა.ამაში კი დაეხმარა ისევ საკუთარი დაუდევრობა.მას შემთხვევით ხელიდან გაუვარდა მორიგი ნიმუში, რომელიც ცხელ ღუმელზე დაეცა და აი საწაული..რეზინა არ დაიწვა. 4-ფეირვერკი-გამოგონილი იქნა 2000 წლის წინ ჩინეთში, ლეგენდის მიხედვით ბამბუკის ჯოხში ხის ნახშირის, გოგირდის და სელიტრას ერთად მოხვედრამ ასეთი ლამაზი ეფექტი გამოიწვია. 5-პლასტელინი-სრულიად შემთხვევით გამოიგონეს ჯოზეფ და მეა მაკვიკერებმა 1955 წელს, ისინი ლაქების ამომყვან საშუალებაზე მუშაობდნენ..თუმცა მიიღეს პლასტელინი, მოგვიანებით კომპანია Rainbow craft-მა დაიწყო ბავშვებისთვის მათი გამოშვება. 6-სუპერწებო-1942 წელს დოქტორი ჰარი კუვერი წუხილით მივიდა იმ დაკვნამდე, რომ ციანოაკრილატი- ნივთიერება, რომელიც მან აღმოაჩინა გამოუსადეგარი იყო, იგი ყველაფერს მყარად ეწებებოდა...თუმცა.... 7-უჟანგავი ფოლადი-ლითონზე მომუშავე ადამიანები ათასობით წლები ცდილობდნენ მიეღოთ ისეთი ფოლადი, რომელიც მდგრადი იქნებოდა ჟანგის მიმართ, თუმცა უშედეგოდ. 1922 წელს ჰარი ბრელიმ შეამჩნია, რომ ერთ-ერთმა ნიმუშმა ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ დაკარგა ბზინვარება...ამ ნიმუშში შერეული იყო ქრომი. 8-პლასტმასი-1907 წელს ბელგიელი ქომიკოსი ცდილობდა მიეღო შელლაქის შემცვლელი, ექსპერიმენტებს ატარებდა ფორმალდეგილზე, ფენოლზე, ურევდა მათ ხის ნახერხს, აზბესტს და ფიქალის მტვერს....ასე მიიღო მან მატერიალი, რომელსაც მოგვიანებით პლასტმასი უწოდეს. 293 6-ს მოსწონს
|