x
image
მანჩო 777
მშობიარობის წინ ქალმა შეიტყო, რომ ის ორსულად არაა
image

ცრუ ანუ ფანტომური ფეხმძიმობის იშვიათი შემთხვევა მოხდა კანადის ერთ-ერთ პროვინციაში. კვებეკის მცხოვრები ბარბარა ბენვინიუ მივიდა კლინიკაში და განაცხადა, რომ მას უკვე გადაუცილდა მშობიარობის დრო, ამასთანავე ის დაჟინებით ირწმუნებოდა, რომ მუცლით ხუთ ტყუპისცალს ატარებდა. მიუხედევად იმისა, რომ პაციენტის მუცელი საკმაოდ დიდი ზომისა იყო, ულტრაბგერითმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ საშვილოსნოში ნაყოფი არ იმყოფებოდა.

აღმოჩნდა, რომ ბარბარა იტანჯება უიშვიათესი ფსიქიკური დაავადებით-ცრუ ანუ ფანტომური ფეხმძიმობით.

ბარბარას ქმარი გამოტყდა, რომ ის შოკის მდგომარეობაში ჩავარდა, როცა ეს ამბავი შეიტყო. კაცი რამოდენიმე თვის განმავლობაში ანებივრებდა ცოლს, ტკბებოდა მომავალი მამობის სიხარულით და არჩევდა სახელებს ტყუპებისათვის.


უფრო მეტიც, ის ამტკიცებდა, რომ ბარბარა განიცდიდა ორსულებისათვის დამახასიათებელ ყველა სიმპტომს და მისი მუცელი თანდათანობით იზრდებოდა მშობიარობის დროის მოახლოების შესაბამისად.

ამჟამად ბარბარა გადის მკურნალობის კურსს ფსიქიატრთან, ხოლო მისი მეუღლე ოჯახიდან წავიდა, რადგან ვერ შეეგუა იმედგაცრუებას.

ცრუ ფეხმძიმობა ბარბარა ბენვენიუს ადრეც აღენიშნებოდა. მისი თქმით, ის ერთხელ ორ ტყუპზე იყო ფეხმძიმედ, ხოლო მეორედ სამზე.


image

20
245
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
245
  
2014, 2 მაისი, 19:57
შენ კარგი ფსოქოთერაპევტი გინდა და ეგაა:D
2014, 2 მაისი, 19:53
მოკლედ არ გამომივა არფერი მაგდენიც კი არ მაკლია ეხლა რო შთაგონებით რაიმე დავმართო თავს :D
2014, 2 მაისი, 19:48
წონაში დაკლების მიზნით მიმართავენ ვიზუალიზაციას კი, ცხვირწინ გიდევს ფაქტი მოკლედ, როგორც წონაში მომატება ასევე დაკლებაც შეიძლება :)
2014, 2 მაისი, 19:38
კაი იდეააა:D
2014, 2 მაისი, 19:35
თავს უნდა შთავაგონო ეხლა რომ 5 კილო დავიკელი :D :D იქნებ დამემართოს ეგ რაღაც :D
2014, 2 მაისი, 18:03
აგერ კიდევ ანალოგიური სტატია http://intermedia.ge/სტატია/26184-ამერიკელი-მამაკაცი-პარტნიორ-გოგონასთან-ერთად-დაფეხმძიმდა/93/user:პალიტრა:show:channel
2014, 2 მაისი, 15:52
ამ დიაგნოზს ფანტომური ფეხმძიმობა ქვია და დავადება არა, გამოწვეულია ვიზუალიცაზით, ამაში შედის ის რაც ზემოთ ვახსენე, დადებითი თუ უარყოდითი ფიქრები დიდ გავლენას ახდენს ორგანიზმზე, ამ უნარის გამოყენება შესაძლებელია შენს სასარგებლოდ. ადამიანს დაემართება თუ ძალიან როლში შეიჭრება.
2014, 2 მაისი, 0:30
ეგ სინდრომი კი ვიცოდი მაგრამ მაგ სახელით არა
2014, 2 მაისი, 0:16
ახლა კი იცი.
2014, 2 მაისი, 0:12
ხო, უშვილო ანუ შვილის ყოლა, რომლებსაც არ შეუძლიათ ისეთ ქალებში ხშირია იმიტომ, რომ ყველაზე მეტად მათ უნდათ დაორსულება.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10