შოუბიზნესი პარაგვაიში გაიმართა კონკურსი "მის მსუქანი" 2014, 29 აპრილი, 9:48
პარაგვაიში ქალაქ ასუნიონში გაიმართა ფინალური კონკურსი "მის მსუქანი", კონკურსში მონაწილეობდნენ ქალები, რომლის წონაც 100 კილოგრამს აღემატებოდა.
ფინალურ კონკურსში 15 ქალი მონაწილეობდა, რომელთა წონაც 100 კილოგრამზე მეტი იყო, გამარჯვებული გახდა 24 წლის მუსიკის მასწავლებელი მონსერეტ მონხესი. პარაგვაის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით ქვეყნის მოსახლეობის 57, 6% იწონის ნორმაზე მეტს, ხოლო ქვეყნის თითქმის მეოთხედ მოსახლეობას, ანუ 6, 5 მილიონ მაცხოვრებელს აქვს დიაგნოზი-სიმსუქნე. " მთელი ცხოვრება მსუქანი ვიყავი, მაგრამ ლამაზი-განაცხადა ახალგამომცხვარმა სილამაზის დედოფალმა- მე პირველად მივიღე მონაწილეობა მსგავს კონკურსში და მეყო გამბედაობა დამტკიცებინა ქალებისთვის, რომ ზედმეტი წონის მიუხედავად უნდა გიყვარდეს საკუთარი თავი". 49 3-ს მოსწონს
|