x
image
ნოდარ ჯოჯუა
ნანუკა ჟორჟოლიანი: " მარსელში ვიცანით ქართველებმა ერთმანეთი"

imageსამოუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა "ნანუკა შოუს" წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მარსელში იცნეს ქართველებმა ერთმანეთი.


"მარსელის აეროპორტში ქართული ლაპარაკი, რომ მომესმა ცოტა ხნით შევჩერდი. ყურადღება მიიქციეს, 10 მდე იყვნენ. გახარებულები ჩანდნენ რაღაცით. როდესაც ჩანთა გამომართვა მე დავდებო, გაკვირვებულმა გავხედე. ეს ისე ბუნებრივად გააკეთა, აშკარად ეტობოდა რომ არ იტყუებოდა კარგ საქციელს. ყველამ გავუღიმეთ ერთმანეთს დასტურად იმისა, რომ ვიცანით ქართველებმა ერთმანეთი. დავჯექით თვითმფრინავში და ერთი მეორეს ლაპარაკში ეუბნება, პუტინი ჩვენს ჰიმნზე ორჯერ ადგაო, მივხვდი რაღაცაში გავიმარჯვეთ, ოღონდ აშკარად ახალ ისტორიას არ ყვებოდა. ლიპარტელიანი იყო გვარად ეს ბიჭი. ერთზე ვიკითხე ვინ არისთქო და ვაზაგაშვილიო ისე მითხრეს არ შევიმჩნიე რომ არ ვიცოდი. ვიდრე სტამბულში ჩავფრინდით გავიგე, რომ ევროპის ჩემპიონებთან ვმგზავრობდი. სამგზის ზედიზედ! სამი ოქროს მედალი მოაქვთ და ორი ვერცხლი. გავიგე რომ თურმე ძიუდოში რეიტინგებში პირველები ვართ. დეტალებს ჯერ ალღო ვერ ავუღე, მაგრამ ერთი ვიცი, გუშინ ამ ბიჭებმა რუსი ძიუდოისტები დადეს მხრებზე და თასი სახელწოდებით The best of the best ჩამოაქვთ ქვეყანაში. გავიგე ისიც რომ არასოდეს საკუთარი დარბაზი არ ჰქონიათ და საშინლად ცუდ პირობებში ვარჯიშობენ. ხან ვის თხოვენ თურმე ადგილს და ხან ვის. დინამოს ერთა თასს მივტირით გიჟებივით და ნამდვილ ჩემპიონებს არ ვუვლით. ეს Georgiaა:) მარტო ამიტომ ღირდა საფრანგეთში week end-ის გატარება, რომ ეს ბიჭები გამეცნო, "–წერს ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუკის" პირად გვერდზე.

image

0
644
2-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
644
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0