ტენდენციები როგორი ფეხსაცმელი მოვირგოთ ამ სეზონზე? ბალეტკები, სანდლები, ქუსლიანი ფეხსაცმელი. 2014, 28 აპრილი, 21:03 გადავაგორეთ ცივი ზამთარი და დამთბარმა ამინდებმა დაათბო ჩვენი განწყობა და ხალისიც. თუმცა ახალი საზრუნავი დაგვატყდა თავს, როგორი ფეხსაცმელი მოვირგოთ? კარგად მოგეხსენბათ რომ მანდილოსნების იმიჯზე და დახვეწილობაზე უდიდეს როლს სწორედ რომ ფეხსაცმელი თამაშობს, თუ შესაფერისი ფეხსაცმელი არ გაცვიათ, ჩათვალეთ რომ იმიჯზე ზრუნვა ფუჭეა. მინდა შემოგთავაზოთ სეზონის 2014 წლის კოლექციიდან ქუსლიანი "ბასანოჩკები" და "ტუფლები", რომლებიც მეტ ელეგანტურობას შემატებს თქვენს ხიბლს; ასევე "ბალეტკები", რომლებიც მეტ პრაქტიკულობას შეგმატებთ და "სანდლები", რომელიც გაგათავისუფლებთ ყოველგვარი დაძაბულობისგან. ცნობილმა დიზაინერებმა და ფეხსაცმლის სააგენტოებმა- Benchi, Vera Wang, Stylo, Jimmy Choo, Metro, Coco-მ წინასწარ იზრუნეს ჩვენს კეთილდღეობაზე და გაუმჯობესებული სტილით შექმნეს ფეხსაცმლის ახალი ხაზები, რა თქმა უნდა უცვლელია წელს როგორც ქუსლიანი ფეხსაცმელი, ბალეტკები, შლოპკები, სანდლები, ასევე ტანგეტკები, ოღონდ გასულ წელთან შედარებით უფრო დახვეწილი სტილით- წელს ბაფთები, მაქმანები, თვლები და ბისერები ჭარბობს მის ვიზუალში.
ჯერ არ შეგიძენიათ ამ სეზონზე ფეხსაცმელი? გთავაზობთ ფართო არჩევანს, რომელიც დაგეხმარებათ სასურველი სტილის შერჩევაში.
გიტოვებთ არაჩვეულებრივ კოლექციას და გისურვებთ წარმატებას: 1. ქუსლიანი და "ტანგეტი" ფეხსაცმელი. 2. ბალეტკები, როგორც მრგვალი, ასევე წვეტიანი და წაკვეთილი ცხვირით. 3. სანდლები, შლოპკები და ბასანოჩკები. 822 13-ს მოსწონს
|