x
image
t.x.
ბოდიში, მაგრამ თავიდან უნდა მოგიშორო-უთხრა ქმარმა ცოლს და დახრჩობა დაუწყო
imageცოლი გვიყვება იმ საშინელებაზე, როცა გაეღვიძა და მისი მთვრალი ქმარი, საწოლთან ჩამუხლული იისფერი აბრეშუმის შარფით ქალის დახრჩობას ცდილობდა. საოცარია, მაგრამ ის ჯერ კიდევ მისი ცოლია.image

40 წლის სამანტა ჩარლტონს თავის საწოლში ეძინა, როცა მისი ქმარი მაიკლი გასვენებიდან მთრალი დაბრუნდა. მაიკლი ცოლს ზემოდან დააწვა, შარფი ყელზე შემოახვია და გაგუდვა დაუპირა, მაგრამ სამანტას გაეღვიძა. თან ქმარი ცოლს ბოდიშს უხდიდა: - "მაპატიე, მაგრამ თავიდან უნდა მოგიშორო". ქალმა მთელი ძალა მოიკრიბა, ქმარს ხელი ჰკრა და გაქცევა მოახერხა. მან მეზობლებს შეაფარა თავი. პოლიციას მაიკლი საწოლზე დამხობილი დახვდა. ის მოთქვამდა, რომ ცოლის მოკვლა უნდოდა.

43 წლის მაიკლ ჩარლტონი ორი წლით და რვა თვით დააპატიმრეს, თავდასხმისა და მკვლელობის მცდელობისათვის. image

პატიმარს ადვოლატი რობინ პატტონი იცავდა, მან განაცხადა, რომ ცოლ-ქმარს განქორწინება არ სურთ და ისევ აპირებენ ურთიერთობის მოწესრიგებას. სასამართლოს შეიძლებოდა არც კი დაეპატიმრებინა მაიკლი, რომ არ ყოფილიყო დამამძიმებელი გარემოება. ეს დამამძიმებელი გარემოება კი ისაა, რომ სამანტასთან დაქორწინებამდე, (ისინი ათი წელია რაც ცოლ-ქმარი არიან) მას ჰყავდა ცოლი, რომელმაც უღალატა და სხვა მამაკაცთან ერთად გაიქცა. მაიკლი კი სახლში მიუვარდა და მოკვლით ემუქრებოდა.


მოსამართლე შიშობს, რომ მაიკლს შემდეგშიც შეიძლება დაებადოს აზრად ანალოგიური ან უფრო უარესი მოქმედების ჩადენის სურვილი.

სამანტას როგორც ჩანს ყველაფრის მიუხედავად, უყვარს ქმარი, ის დაელოდება მაიკლის ციხიდან გამოსვლას, მაგრამ მერეც რომ მოუნდეს მისი დახრჩობა?!

0
106
2-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0