საზოგადოება სიკვდილს გადარჩენილი ფარმაცევტის მსხვერპლი 2014, 26 აპრილი, 0:16 ადამიანი რომ რაიმე საქმეს ჰკიდებს ხელს მან თუ ეს საქმე კარგად არ იცის ამით ზიანს აყენებს უფრო მეტად სხვებს ვიდრე საკუთარ თავს. ისტორია, რომელიც საქართველოს დასავლეთით სამეგრელოს რეგიონის ერთ პატარა რაიონში მოხდა ნათელი მაგალითია იმისა, რომ უგულისყუროდ გაკეთებული საქმე და ამ შემთხვევაში რჩევა შეიძლება ადამიანს სიცოცხლის ფასი დაუჯდეს. მამუკა.შ 57 წლისაა და ჰიპერტონიკია, უკვე ორი წელია რეგულარულად იღებს წნევის დამრეგულირებელ პრეპარატებს, რა თქმა უნდა ექიმის რეკომენდაციით. ერთ დღეს მამუკას წნევის წამალი დაუმთავრდა, ამ წამალს ის დილა საღამოს სვამდა არტერიული წნევის პრევენციის მიზნით. რადგან საღამოსთვის დასალევი აბი უკვე აღარ ჰქონდა რაიონში "ცნობილ" და მეტად "გამოცდილ" ფარმაცევტს მიაკითხა და კონკრეტული წნევის დამწევი საშუალების სახელწოდება უკარნახა. ფარმაცევტმა უპასუხა, რომ ასეთი პრეპარატი არ ჰქონდათ, თუმცა ჰქონდათ იმავე დანიშნულების სხვა შემცვლელი და ფარმაცევტმა ეს წამალი გამოატანა მამუკას სახლში. გავიდა რამდენიმე დღე, ჩვეულად სამსახურში მყოფი მამუკა უეცრად ცუდად გახდა, გული წაუვიდა და უგონო მდგომარეობაში მყოფი უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. წნევა 30-მდე იყო ჩამოსული, არ ჰქონდა მეტყველების უნარი და რომ არა სასწრაფო დახმარების ჯგუფის ოპრატიული დახმარება, პაციენტი დაიღუპებოდა. ექიმები ცდილობდნენ გაეგოთ რა გახდა მიზეზი წნევის ასე დაცემისა და ადამიანის ამ მდგომარეობაში ჩავარდნისა. რამდენიმე კვირაში გაარკვიეს, რომ წნევის ვარდნა გამოუწვია ძლიერი წნვის დამწევი საშუალების რეგულარულმა მიღებამ, რომელიც მამუკას "გამოცდილმა" აფთიაქარმა თვითნებურად გამოუწერა. წამლის ანოტაციაში გარკვევით წერია, რომ არ შეიძლება ამ პრეპარატის თვითნებური მიღება და არ უნდა გადავცეთ ის სხვას ჩვენი რჩევით და ექიმის გარეშე. ეს პრეპარატი არის ძლიერი შარდმდენი საშუალება, რომელიც უმოკლეს დროში გმოდევნის ორგანიზმიდან დიდი რაოდენობის სითხეს. ასევე დოზირება, რომლის შესახებს ფარმაცევტს არაფერი უთქვამს პაციენტისთვის, არადა აბის მხოლოდ მეოთხედი უნდა მიეღო ერთ მიღებაზე მთლიანის ნაცვლად!!!! ეს ფარმაცევტი დღესაც მუშაობს იმ აფთიაქში და ისევ "კურნავს" ხალხს თავისი დანიშნული შემცვლელი პრეპარატებით. მამუკამ, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევას კინაღამ შეეწირა არ ისურვა ფაქტის გახმაურება და პასუხი არ მოთხოვა ფარმაცევტს, ყველას კი ურჩევს არ ენდონ აფთიაქებში შემოჩეჩებულ შემცვლელ აბებს და მხოლოდ ექიმის დანიშნული წამლებით იმკურნალონ. 56 1-ს მოსწონს 1-ს არა
|