სკანდალურად ცნობილი ქართველი არქიმანდრიტი ანთიმოზი, რომელსაც ივერიელის გვარით იცნობს საზოგადოება მორიგ განცხადებას აკეთებს. როგორც სააგენტო ნიუ პოსტი წერს მამა ანთიმოზმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე სახალისო პოსტით მიმართა სომხებს " „მიმართვა ჰაიასტან-სომხეთს!
კავკასია რომ სამყაროს ცენტრია ყველამ გაიგო. ნოე და მისი შვილები: სემი, ქამი და იაფეტი აქედან მოედნენ დედამიწას.
ნოემ პირველი რაც გააკეთა ვაზი დარგო და დათვრა, თქვენ ვაზი არა გაქვთ, ''ზატო'', ვაზიგენი პირველი გყავდათ.
მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ.
ევა სომეხი იყო და ადამი ქართველი“ )) -არქიმანდრიტი ანთიმოზი (ივერიელი)
შეგახსენებთ რომ მამა ანთიმოზი (ბიჩინაშვილი) საზოგადოებაში ცნობილია თავისი სკანდალური განცხადებებით, მას რამდენიმე ხნით შეწყვეტილი ჰქონდა მსახურების უფლება, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ეკლესიაში დაბრუნებას არ აპირებს, რადგან სურს პენსიაზე გასვლა“,