საზოგადოება 10 წლის ბექა დუნდუას ნამუშევრები 2014, 17 მარტი, 13:25 ათი წლის ბექა დუნდუა მას შემდეგ ხატავს, რაც ფანქრების ხელში დამოუკიდებლად დაჭერა შეძლო, ხატავს ხალასი ფერებით, ბავშვური გულწრფელობითა და მონდომებით. ბექა არის ფოთის სკოლისგარეშე სახელოვნებო სასწავლებლის მოსწავლე, სადაც ეუფლება ხატვის ტექნიკას, იგი აპირებს დახელოვნდეს ხელოვნების ამ სფეროში და წარმატებებს მიაღწიოს. ჯერ მხოლოდ ორ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, ერთ-ერთ გამოფენა-კონკურსზე, სახელწოდებით "საახალწლო მირაჟები", რომელიც საჯარო სკოლებს შორის გაიმართა მან მიიღო სიგელი ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევრის წარმოდგენისთვის, ასევე მიიღო სიგელი სახელოვნებო სასწავლებელში მოწყობილ გამოფენაზე, სადაც მან წარმოადგინა თავისსი ნამუშევარი გირჩებისაგან დამზადებული "ბუების ოჯახი". გთავაზობთ ბექას ნამუშევრების კოლაჟს. 29 1-ს მოსწონს
|