x
image
მანჩო 777
ამბავი ქალისა, რომელმაც საკუთარი ხელით აიშენა თავისი "ოცნების სახლი"
image
სანამ ადამიანების უმეტესობა ფართო ბინებსა და სახლებში ცხოვრობენ ან წლების განმავლობაში აგროვებენ ფულს ოცნების სახლის ასაშენებლად, ზოგი ადამიანი ამჯობინებს საკუთარი ხელით ააშენოს და მოიწყოს პატარა, მაგრამ მყუდრო ბუდე. მინდა მოგითხროთ ერთი ქალის ისტორია, რომელმაც თვითონვე აიშენა თავისი ოცნების სახლი, რომლის ფართობი სულ 8 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

დიმ გადაწყვიტა შეეცვალა თავისი ცხოვრების სტილი მას შემდეგ, რაც გულის შეტევა გადაიტანა.

image


"მე გავაცნობიერე, რომ აზრი არ აქვს სახლისათვის კრედიტის აღებას 30 წლით. ბევრ კომფორტზე ვთქვი უარი, როცა გავყიდე 3-ოთახიანი ბინა, მაგრამ გაცილებით უფრო მეტი მივიღე ამ ნაბიჯის გადადგმით, -ამბობს დი, -აქ გადმოსვლამ მე საშუალება მომცა უფრო ხშირად ვინახულო ჩემი საყვარელი მეგობრები და დავტკბე ცხოვრების დარჩენილი წლებით".


image

დიმ თავისი პატარა სახლის მშენებლობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო.


image

სახლი განლაგებულია დის უახლოესი მეგობრების სახლის უკანა ეზოში.


image

აი როგორ გამოიყურება ის შიგნიდან. სახლი სულ ყოველდღიური ცხოვრებისათვის საჭირო 305 საგანს იტევს.


image

საჭმლის მოსამზადებლად დი პატარა ქურას იყენებს.


image

ეს ვიტრაჟი და ზარი დიმ იმ ძველ ფერმაში იპოვა, სადაც ის გაიზარდა.



სხვენზე დიმ კომფორტული საძინებელი მოიწყო.

image


სამზარეულოში დოქის ფორმის ჭურჭლის სარეცხი მოწყობილობაა.


image

დიასახლისი ამზადებს ჩაის.

image


სახლში არ არის ელექტროგაყვანილობა. მთელ ენერგოხარჯებს მზის ბატარეები უზრუნველყოფენ.

image


დი და მისი ვაჟი ოლივერი რგავენ ყვავილებს თავიანთ პატარა ბაღში.

image

4
4425
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
4425
  
2014, 27 აპრილი, 21:29
ერთისთვის არა უშავს, მაგრამ მარტოობაც არაა კარგი. სულაა ძნელი , თორე ხანდახან აუცილებელია:)
2014, 27 აპრილი, 21:24
ერთი კაცისთვის კარგია. ბავშვობაში ვოცნებობდი ხოლმე ასეთზე და ეხლა რომ დავინახე,გამახსენდა : )))
2014, 27 აპრილი, 21:22
ძალიან პატარაა, მარტო ზაფხულზე სააგარაკედ თუ გამოდგება:)
2014, 27 აპრილი, 21:18
მეც ვოცნებობ ასეთ სახლზე :))
0 1 4