საზოგადოება ამბავი ქალისა, რომელმაც საკუთარი ხელით აიშენა თავისი "ოცნების სახლი" 2014, 25 აპრილი, 23:57 ![]() სანამ ადამიანების უმეტესობა ფართო ბინებსა და სახლებში ცხოვრობენ ან წლების განმავლობაში აგროვებენ ფულს ოცნების სახლის ასაშენებლად, ზოგი ადამიანი ამჯობინებს საკუთარი ხელით ააშენოს და მოიწყოს პატარა, მაგრამ მყუდრო ბუდე. მინდა მოგითხროთ ერთი ქალის ისტორია, რომელმაც თვითონვე აიშენა თავისი ოცნების სახლი, რომლის ფართობი სულ 8 კვადრატულ მეტრს შეადგენს. დიმ გადაწყვიტა შეეცვალა თავისი ცხოვრების სტილი მას შემდეგ, რაც გულის შეტევა გადაიტანა. ![]() "მე გავაცნობიერე, რომ აზრი არ აქვს სახლისათვის კრედიტის აღებას 30 წლით. ბევრ კომფორტზე ვთქვი უარი, როცა გავყიდე 3-ოთახიანი ბინა, მაგრამ გაცილებით უფრო მეტი მივიღე ამ ნაბიჯის გადადგმით, -ამბობს დი, -აქ გადმოსვლამ მე საშუალება მომცა უფრო ხშირად ვინახულო ჩემი საყვარელი მეგობრები და დავტკბე ცხოვრების დარჩენილი წლებით". ![]() ![]() ![]() ![]() ![]() სხვენზე დიმ კომფორტული საძინებელი მოიწყო. ![]() სამზარეულოში დოქის ფორმის ჭურჭლის სარეცხი მოწყობილობაა. ![]() ![]() სახლში არ არის ელექტროგაყვანილობა. მთელ ენერგოხარჯებს მზის ბატარეები უზრუნველყოფენ. ![]() დი და მისი ვაჟი ოლივერი რგავენ ყვავილებს თავიანთ პატარა ბაღში. ![]() 4431 14-ს მოსწონს
|