შოუბიზნესი ჟურნალმა "People"-მა დაასახელა პლანეტის ულამაზესი ქალი 2014, 24 აპრილი, 14:42 წელს პლანეტის ყველაზე ულამაზეს ქალად დასახელებული იქნა შავკანიანი ქალბატონი. ფილმის- "მონობის 12 წელი" ვარსკვლავი, მსახიობი ლუპიტა ნიონგო(Lupita Nyong'o) დასახელებული იქნა ულამაზეს ქალად ჟურნალ "People"-ს ვერსიით. "ეს ჩემთვის დიდი პატივია-განაცხადა მსახიობმა–დედაჩემი ყოველთვის მარწმუნებდა, რომ ლამაზი ვარ, ახლა კი მჯერა". 31 წლის მსახიობი დაიბადა მექსიკაში, თუმცა კენიაში გაიზარდა, ნიონგოს გადაეცა "ოსკარი" საუკეთესო ქალის როლის შესრულებისათვის ფილმში "მონობის 12 წელი". მთლიანად წელს ჟურნალ "People"-ს რეიტინგში 50 შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი იყო დასახელებული. 1990 წლიდან დღემდე, ანუ როდესაც ჟურნალმა პირველად გამოაქვეყნა რეიტინგი, ლუპიტა ნიონგო მეოთხე შავკანიანი ქალბატონია, რომელიც პლანეტის ულამაზეს ქალბატონად აღიარეს.პირველად 2003 წელს ჰოლი ბერი იქნა დასახელებული, 2011 წელს ჯენიფერ ლოპესი, ხოლო 2012 წელს ბიონსე. 121 6-ს მოსწონს |
ახლა ესეც ლამაზია და ოდრი ჰეპბერნიც ? კარგით რა...