საბუნებისმეტყველო როგორ ამრავლებენ პანდებს ხელოვნურ პირობებში 2014, 23 აპრილი, 12:06 დიდი პანდა ანუ ბამბუკის დათვი ითვლება ჩინეთის ერთ-ერთ ძირითად სიმბოლოდ, მაგრამ ეს მშვენიერი ცხოველი უკვე გადაშენების პირასაა. ამიტომ სპეციალისტები ცდილობენ ხელოვნურ პირობებში გაამრავლონ ეს საყვარელი დათუნიები. დღეს ჩვენ გავემგზავრებით სიჩუანის მთიან პროვინციაში, რათა ვნახოთ, თუ როგორ ამრავლებენ და უვლიან პანდებს, რომ მერე ველურ ბუნებაში გაუშვან.
ამ ცხოველების მასობრივი განადგურების და მათი გავრცელების არეალის მკვეთრი შემცირების გამო დღესდღეობით მსოფლიოში სულ 1600-მდე პანდაა დარჩენილი. გარემოს დაცვის სპეციალისტები წლების განმავლობაში ცდილობენ გაზარდონ ამ საყვარელი შავ-თეთრი დათუნიების პოპულაცია. 2005 წელს ჩინეთის ეროვნული ნაკრძალიდან ექპერიმენტის სახით ბუნებაში გაუშვეს ტყვეობაში დაბადებული პანდები, მაგრამ ისინი მალე დაიღუპნენ, სავარაუდოდ, ველურ პანდებთან ბრძოლაში. მაშინ ვოლანის ეროვნული ნაკრძალის დირექტორმა ჩჟან ხემინმა, რომელსაც მეორენაირად "მამა პანდას" ეძახიან და მისი გუნდის წევრებმა გააცნობიერეს, რომ ტყვეობაში დაბადებულმა ცხოველებმა არ იციან, როგორ მოიქცნენ, როცა ისინი ბუნებრივ პირობებში აღმოჩნდებიან.
და მიღებული იქნა გადაწყვეტილება ყველაფერი ნულიდან დაეწყოთ. ჩინელმა სპეციალისტებმა გადაწყვიტეს, რომ უმჯობესია პანდები გაზარდონ ველურ პირობებში საცხოვრებლად, ისე რომ მათ არსებობაში წაშალონ ადამიანის ყოველგვარი კვალი და დედებს მისცენ საშუალება თავად გაზარდონ შვილები. ახალდაბადებული 16 ცხოველი პანდების გამრავლების და კვლევის ცენტრში. ცენტრის თანამშრომელს მიაქვს პანდებისათვის ბამბუკის ტოტები. ნაკრძალის თანამშრომლები ჩაცმული არიან პანდების კოსტიუმებში, რათა ცხოველებმა ადამიანი თვალით ვერ იხილონ. ნაკრძალის მეთვალყურეები ცდილობენ გალიაში შეიტყუონ პანდა, რომ მერე ის სხვა ვოლიერში გადაიყვანონ. 14 წლის პანდა იოიო თავის შვილთან ერთად. დედა ტყვეობაშია დაბადებული, ხოლო შვილი ემზადება ველურ პირობებში საცხოვრებლად. იოიოს შვილი, რომელიც სულ 1 თვისაა. პანდების კოსტიუმები ვოლანის ეროვნულ ნაკრძალში. ყველა თანამშრომელი, ვისაც კი პანდებთან შეხება უხდება, ვალდებულია ეს ტანსაცმელი ატაროს. მეთვალყურეები ელოდებიან, როდის გამოვა პანდა გალიიდან. 2 წლის პანდა ველურ პირობებში საცხოვრებლად გაუშვეს. ეს პანდები კამერების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ტყვეობაში დაბადებული, ახლა უკვე ველურ პირობებში მცხოვრები პანდა მიირთმევს ბამბუკს . ახალდაბადებული პანდა სპეციალურ გადასაყვან კალათაში. 81 10-ს მოსწონს
|