x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
თაყვანისმცემელმა მომღერალს ავტოგრაფი სთხოვა და შემდეგ დანა ჩაარტყა
image

პოპულარული რუსული როკ-ჯგუფი "Слот"-ი სანკტ-პეტერბურგში ჩავიდა კონცერტის ჩასატარებლად, კონცერტამდე 2 საათით ადრე ჯგუფი გაემართა ბარ "Стокер"-ში, სადაც უნდა შეხვედროდნენ თაყვანისმცემელებს და ავტოგრაფები დაერიგებინათ.ორი მცირე დარბაზი ბოლომდე გაივსო, რადიო ინტერვიუს შემდეგ ჯგუფის სოლისტები დარია სტავროვიჩი და იგორ ლობანოვი ბარის დარბაზს მიუახლოვდნენ, უცებ მათ სწრაფად მიუახლოვდა ახალგაზრდა კაცი, ცოტა ხანი საუბრის შემდეგ მან ამოიღო დანა და რამდენჯერმე ჩაარტყა მხარში დარია სტავროვიჩს, გოგონა ხელებით იგერიებდა თავდამსხმელს.


თავდასხმის შემდეგ ახალგაზრდა კაცი მალევე გაანეიტრალეს, ბარის დაცვამ იგი შენობაში შეიყვანა და პოლიცია გამოიძახა, პარალელურად იქნა სასწრაფო გამოძახებული დარიასთვის, რომელიც სისხლისგან იცლებოდა, პირველი დახმარება იგორმა აღმოუჩინა.


სასწრაფო საცობში მოჰყვა და მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ მოვიდა, დარია საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.



-ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია, სასიცოცხლო მნიშვნელობის არტერიები არაა დაზიანებული-განაცხადა ჯგუფის მენეჯერმა მიხეილ პეტროვმა-დარიამ ბევრი სისხლი დაკარგა, ახლახან ნარკოზიდან გამოვიდა, იგორი კი გამომძიებლებს ჩვენებას აძლევს.image

თავდამსხმელი ბარის შესასვლელთან მარჯვნივ იჯდა.




როკ-ჯგუფი "СЛОТ"-ი 2002 წელს ჩამოყალიბდა, აქვს 6 სტუდიური ალბომი გამოშვებული, ხშირად დადიან საგასტროლო ტურნეებში, მონაწილეობას ღებულობენ სხვადახვა როკ-ფესტივალებში.

მათი სიმღერები რამდენიმე ფილმის საუნდტრეკი გახდა, მაგალითად:«Бумер» «Ночной дозор», «Стритрейсеры», «Бой с тенью 2»

დარია სტავროვიჩი ჯგუფს 2006 წლიდან შეუერთდა, იგი 28 წლისაა და პარალელურად სწავლობს თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტში აკადემიური და საესტრადო-ჯაზურ სიმღერის ფაკულტეტზე.

0
110
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0