შოუბიზნესი ზაზა მიმინოშვილი: "- ყველანაირი პირობა არსებობს, რომ "ევროვიზია" შემდეგ წელს საქართველოში ჩატარდეს " 2014, 17 აპრილი, 2:55
59-ე ევროფესტივალის ნახევარფინალები 6 და 8 მაისს, ხოლო ფინალი 10 მაისს გაიმართება. სიმღერას ევროფესტივალზე The Shin & მარიკო წარადგენენ. სრული კარტბლანშია იმ თვალსაზრისით, რომ ევროპას აქვს პოლიტიკურადაც შანსი, თქვას, რომ ძალა ერთობასა და გაერთიანებაშია. წელს "ევროვიზიის" სლოგანია "შემოგვიერთდი". ამ ყველაფრის განთვალისწინებით, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და იქ წარსადგენ სიმღერებს შორის ჩვენი ნამუშევარი გამორჩეული და ერთადერთია, რომელიც ახლოს არის წლევანდელი კონკურსის მოთხოვნებთან. ამიტომ ქართველმა ემიგრანტებმაც უნდა იბრძოლონ, შემოგვიერთდნენ და მხარი დაგვიჭირონ, ვინაიდან ჩვენ მათ სათქმელსაც ვამბობთ, რომ ყველას სამშობლო დედამიწაა, სადაც უნდა დავბრუნდეთ! მოკლედ, ყველანაირი პირობა არსებობს, რომ "ევროვიზია" შემდეგ წელს საქართველოში ჩატარდეს." - აცხადებს ჯგუფის ლიდერი ზაზა მიმინოშვილი. 45 1-ს მოსწონს
|