შოუბიზნესი რა ურთიერთობა აქვს ალა პუგაჩოვას ყოფილ სიძეებთან და კრისტინეს ამჟამინდელ მეუღლესთან? 2014, 16 აპრილი, 22:51 რუსული ესტრადის პრიმადონას, ალა პუგაჩოვას, ერთი ქალიშვილი ჰყავს. კრისტინა ორბაკაიტე რუსული ესტრადის ცნობილი და პოპულარული მომღერალია.ის მესამეჯერაა გათხოვილი.საინტერესოა ვინ იყვნენ ალა პუგაჩოვას სიძეები და როგორ ახასიათებენ ისინი ცნობილ სიდედრს. კრისტინას პირველი მეუღლე ცნობილი რუსული ესტრადის მომღერალი ვლადიმერ პრესნიაკოვი იყო. ისინი ადრეულ ასაკში დაქორწინდნენ და მათ ერთი შვილი ჰყავთ, რომელიც ალა ბორისოვნას უსაყვარლესი შვილიშვილია."ალა ეხმარებოდა ჩვენს ახალგაზრდა ოჯახს არამარტო მორალურად, არამედ მატერიალურადაც, ჩვენ კი ამას ვაპროტესტებდით და გვინდოდა ყველაფერი ჩვენ თვითონ გაგვეკეთებინა, მაგრამ ის ნახულობდა სხვადასხვაგვარ საშუალებებს, რომ დაგვხმერებოდა.ჩემთვის ის პერიოდი, როდესაც მასთან ვცხოვრობდით ნამდვილად საუკეთესო იყო და ჩვენ ყველანი ძალიან ბედნიერები ვიყავით.ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის და მე ეს არასოდეს დამავიწყდება. მე და ალამ შევინარჩუნეთ თბილი და კარგი ურთიერთობა ჩვენ გვიყვარს და პატივს ვცემთ ერთმანეთს"–ასე ახასიათებს პრესნიაკოვი ყოფილ სიდედრს. ალას მეორე სიძე ეროვნებით ჩეჩენი რუსლან ბაისაროვი იყო. კრისტინას მასთანაც ერთი შვილი ჰყავს.რუსლანი ცნობილი და მდიდარი ბიზნესმენი იყო და მას და ალას უფრო პარტნიორული საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ.რუსლანის დაარსებულ სამშენებლო კომპანიაში მან საკმაოდ დიდი თანხა დააბანდა და როგორც თვითონ ამბობს მის ყოფილ სიზეზე "ჩემი დამსახურებაა, რომ ის წარმატებული ბიზნესმენია".წყვილის დაშორების შემდეგ მათ შორის ურთიერთობა აირია.ალამ მას დიდი თანხა მოსთხოვა, რომლის გადახდაზეც ბაისაროვმა უარი განაცხადა.კონფლიქტი იყო რუსლანსა და კრისტინეს შორის, ბავშვთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლოს დავის საგანი გახდა.ამჯერად ბიჭი დედასთან ცხოვრობს და მამასთანაც აქვს ურთიერთობა. ალას მესამე ამჟამინდელი სიძე მიხაილ ზემცოვია. სიძესა და სიდედრს შორის ურთიერთობა ძალიან თბილია, მაგრამ ისინი ხშირად ვერ ახერხებენ ერთად ყოფნას, რადგან მიხაილი ამერიკელია და იქ ცხოვრობს.წყვილს ერთი ქალიშვილი ჰყავთ, რომელსაც ალას ამსგავსებენ.ალას მიხაილი იდეალურ მეუღლედ მიაჩნია რადგან მას ესმის კრისტინასი და ეხმარება მის ქალიშვილს ყველანაირი პრობლემის გადაჭრაში.ამავდროულად ის კრისტინეს პროდიუსერიცაა და კონცერტების დაგეგმვაში აქტიურად იღებს მონაწილეობას. 387 3-ს მოსწონს
|