საზოგადოება 14 აპრილი "დედა ენის" დღეა 2014, 14 აპრილი, 13:33 14 აპრილი "დედა ენის" დღეა. ზუსტად 36 წლის წინ საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისათვის სახელმწიფო ენის სტატუსი ჩამოერთმია და მთავარ ენად რუსული გამოეცხადებინა. თუმცა მასობრივმა საპროტესტო აქციამ, რომლის ორგანიზატორები ძირითადად სტუდენტები იყვნენ, მოსკოვი აიძულა, უკან დაეხია და სახელმწიფო ენად ისევ ქართული დაეტოვებინა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში არაერთი ღონისძიება იმართება. მათ შორის ქუთაისში, სადაც დღეს დაგეგმლია რეაბილიტირებული "დედა ენის" ძეგლის გახსნა. 110 3-ს მოსწონს
|