x
image
კატაპულტი
ყველაზე სულელური სიკვდილის ფაქტები
imageფრთხილად, თუ ძილში ტელეფონი რეკავს! კენ ჩარლზ ბერგერს მაშინ დაურეკეს, როდესაც ის ძალზედ მთვრალი იყო და ლოგინში ეძინა.მას ერთმანეთში აერია ტელეფონი და იარაღი, რომლებიც ორივე ერთად ედო საწოლთან.ზარზე პასუხისას მოხდა გასროლა, რომელმაც კენ ჩარლზ ბერგერი შეიწირა.


ორმა მძარცველმა ბანკომატის გასატეხად იმდენი ასაფეთქებელი ნივთიერება გამოიყენა, რომ მთელი შენობა ჩამოინგრა და დამნაშავეები ქვეშ მოიყოლა.


ერთ ახალგაზრდას ძალიან უნდოდა კოკა-კოლას დალევა, თუმცა ფული არ ჰქონდა, ამიტომ იგი რამდენჯერმე ძლირად დაეჯახა ხურდაზე მომუშავე ავტომატს, ეს უკანასკნელი გადმოყირავდა და თავდამსხმელი იმსხვერპლა.


ინვალიდის ეტლში მჯდომი ერთ-ერთი კორეელი მამაკაცი ძალიან გააბრაზა იმ ფაქტმა, რომ ლიფტის კარი პირდაპირ მის ცხვირწინ დაიხურა.მან თავისი ეტლი რამდენჯერმე ძლიერად მიაჯახა ლიფტის კარს და საუბედუროდ, ბოლოს ლიფტის შახტაში ჩავარდა.



41 წლის ბრიტანელმა მამაკაცმა თავის ბაღჩაში ფარდულის დემონტაჟი განიზრახა, აღნიშნული კი მისი დაღუპვით დასრულდა.საქმე ისაა, რომ მან დანგრევა კედლებიდან დაიწყო და ბეტონის სახურავი თავზე ჩამოენგრა.


ერთ-ერთმა გერმანელმა თავის ბაღში მღრღნელების წინააღმდეგ ბრძოლა გადაწყვიტა, რკინის მავთულები გაავლო და შიგ დენი გაატარა.სამწუხაროდ, მონდომებულმა მამაკაცმა არ გაითვალისწინა, რომ თავადაც სადენების მსხვერპლი გახდებოდა.

1
347
5-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
347
  
2014, 12 აპრილი, 16:42
:))))))))))))))))))))))))))))))))))))
:((((((((((((((((((((((
0 1 1