x
მეტი
  • 03.06.2024
  • სტატია:135073
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509424
ყველაფერი თინა კანდელაკზე
imageთინა გივის ასული კანდელაკი ქართული წარმოშვების რუსი ტელე- რადიო ჟურნალისტი, წამყვანი, პროდიუსერი და ბიზნესმენია. მედია კომპანია "აპოსტოლის" თანამფლობელი.

ბიოგრაფია

თინა თბილისში 1975 წლის 10 ნოემბერს დაიბადა (38 წლის) . მამა - გიგი შალვის ძე კანდელაკი (1942-1 მაისი, 2009) თავადთა საგვარეულო კანდელაკების წარმომადგენელია. პროფესიით ეკონომისტია, მუშაობდა დირექტორად თბილისის ბოსტნეულის ბაზაში, პენსიაზე გასვლის შემდეგ ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად მოსკოვში. თინას დედა - ელვირა გიორგის ასული კანდელაკი (დაბ. ალახვერდოვა) - ნახევრად თურქი და სომეხია. წინათ იყო ექიმი-ნარკოლოგი. თინამ დაამთავრა თბილისის 64-ე საჯარო სკოლა. 1993 წელს სწავლობდა პლასტიკურ კოსმეტოლოგიას, შემდეგ მისი მეგობრის გიორგი თარგამაძის დახმარებით ჩაირიცხა თბილისის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. 2008 წელს დაამთავრა რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტი.

მუშაობა რადიოში და ტელევიზიაში


1990-იან წლებში თინა მუშაობდა რადიოსადურ "რადიო 105"-სა და საქართველოს ტელევიზიაში (მეორე არხზე). 1995 წელს საცხოვრებლად რუსეთში, მოსკოვში გადადის, სადაც დაიწყო მუშაობა სტანისლავ სადალკიმთან ერთად სხვადასხვა რადიოსადგურებსა და ტელევიზიებში: "М радио", "РДВ", "Радио Рокс", "Серебрянный дождь", "Муз ТВ" და სხვა...

2002 წლის სექტემბრიდან მიყავს პროგრამა "დეტალები" "СТС"-ზე, სადაც იღებდა ინტერვიუებს შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებთან. 2006-2007 წლებში ტელე გადაცემების "Разворот" და "Особое Мнение" წამყვანი რადიო "Эхо Москвы"-ზე. 2008 წლიდან მიყავდა ტელე პროგრამა "არარეალური პოლიტიკა", რომელიც 2011 წელს დაიხურა. 2009 წელს წამყვანის სახით მონაწილეობა მიიღო ტელე პროექტ "ორ ვარსკვლავში". ამავე წელს თინა პროდიუსერი და წამყვანი იყო ისეთი გადაცემების, როგორიცაა "ინფორმანია" ტელეარხ "СТС"-ზე, ასევე იყო გადაცემა "ფორტ ბოიარდის" სომხური ვერსიის წამყვანი. 2010 წელს იყო "კვნ"-ის უმაღლესი ლიგის ჟიურის წევრი, გადაცემა "იდეალური მამაკაცის" წამყვანი. 2012 წელს დაიხურა ტელე გადაცემა "ყველაზე ჭკვიანი", რომლის წამყვანი თინა წლების განმავლობაში იყო და პროგრამის დაწყებიდან (2003 წლიდან) გადაცემამ სამჯერ აიღო "ТЭФИ"-ის (2004, 2009) პრემია. 2013 წლის ივნისიდან თინა პოლიტიკური შოუს "რკინის ლედების" თანაწამყვანია.

ბიზნესი

თინა კანდელაკი - კომპანია "აპოსტოლის" პარტნიორი და თანამფლობელია. 2010 წლიდან ქართული რესტორნების "თინათინ"-ის ქსელის დამფუძნებელი და მფლობელია. 2012 წლის იანვრიდან ვიოდეო ბლოგერ დიმა კამიკაძესთან ერთად ეთერში გაუშვა პოლიტიკური თოქ-შოუ "ფრენა კამიკაძესთან". იმავე წლის მარტში ხელი მოაწერა კონტრაქტს კომპანია Oriflame-თან, რის შედეგადაც ის ამ კომპანიის სახე 2 წლის მანძილზე იქნება. თინას ჰონორარი 2 მლნ შეადგენს.

პოლიტიკური შეხედულებები

2007 წლიდან მოყოლებული თინა აკრიტიკებს საქართველოს პრეზიდენტ (2004-2013) მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკას. ის ამბობს: ადამიანი, რომელიც ითვლებოდა დემოკრატიის რუპორად საქართველოში აღმოჩნდა ნამდვილი ტირანი, რომელიც თავის ხალხს მოსვენებას არ აძლევს".

0
71
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Marika1013
Marika1013
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0