x
image
მანჩო 777
ავადმყოფი დედა-შვილის სულისშემძვრელი ისტორია
ჩინელ ბიჭუნას ჩენ სიაოტიანს (Chen Xiaotian) ექიმებმა საშინელი დიაგნოზი დაუსვეს-თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე. იმავდროულად ბიჭის დედას თირკმლების მწვავე უკმარისობა აღმოაჩნდა. როცა მათმა დაავადებებმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, ჩენმა დათმო თავის დარჩენილი ხანმოკლე სიცოცხლე, რათა დედას დიდხანს ეცოცხლა.


image


ჩენს ექიმებმა თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ხოლო რამოდენიმე თვის შემდეგ მისმა დედამ შეიტყო, რომ თირკმელების უმძიმესი დაავადება აქვს. ბიჭს ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ უშედეგოდ- ოპერაციის შემდეგ მეტასტაზებმა კვლავ იწყო ზრდა და ბიჭუნას გარდაუვალი სიკვდილი ელოდა. ჩენი დაბრმავდა სიმსივნის ინტენსიური ზრდის გამო. ის ამ დროს სულ 5 წლის იყო.

image


ბავშვის დედა ჩჟოუ ლუ (Zhou Lou)მწვავე ურემიით იტანჯებოდა და მისი ხსნა მხოლოდ თირკმლის გადანერგვას შეეძლო.

image


ექიმებმა იცოდნენ, რომ ჩენი მალე მოკვდებოდა, მოკვდებოდა დედამისიც, თუკი ჯანმრთელ თირკმელს არ გადაუნერგავდნენ. მათ ისიც იცოდნენ, რომ ყველაზე საუკეთესო ვარიანტი საკუთარი შვილისაგან გადანერგილი ორგანო იქნებოდა, ამიტომ შესთავაზეს ჩჟოეს შვილის თირკმელი გადაენერგა.


image


როცა ქალმა პირველად მოისმინა ექიმების შემოთავაზება, ის სატიკ უარზე წავიდა. მაშინ ჩენი დაელაპარაკა დედას, სთხოვა დათანხმებულიყო და მიეღო მისი თირკმელი. ბავშვს ძალიან უნდოდა, რომ დედას ეცოცხლა. ჩენის დაჟინებული თხოვნის შემდეგ ჩჟოე დათანხმდა მიეღო შვილისაგან ეს მსხვერპლი. მან თქვა, რომ ამით ოდნავ მაინც იგრძნობდა შვებას, ეცოდინებოდა რა, რომ ჩენის სხეულის ნაწილი მისი ორგანიზმის ნაწილი გახდებოდა.


image


გადანერგვის ოპერაცია წარმატებით დასრულდა, დედას შვილის მარცხენა თირკმელი გადაუნერგეს.

imageimage


ჩენი გარდაიცვალა 6 წლის ასაკში. მისი სიკვდილის შემდეგ, ბიჭუნას ანდერძის თანახმად, მეორე თირკმელი და ღვიძლი მძიმე ავადმყოფებს გადაუნერგეს. ასე რომ, ჩენმა იხსნა სამი ადამიანის სიცოცხლე, მაგრამ თავისას კი, სამწუხაროდ, გამოეთხოვა.


image


ექიმები დარწმუნებულნი არიან, რომ ჩენის დედა გააგრძელებს ნორმალურ ჯანმრთელ ცხოვრებას მისი

შვილის მიერ გადანერგილი თირკმელის წყალობით.


image

16
367
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
367
  
2014, 12 აპრილი, 9:34
ბევრ რამეს ცხოვრებაში სხვანაირად აღვიქვამდი და ვხედავდი,ახლა როცა ვიცი რომ შვილი მყავს და მე პატარა სიცოცხლე მაბარია ყველაფერი გაუფასურდა და ახალი პრიორიტეტები და ფასეულობები გამიჩნდა,ახლა ყველაფერს ჩემი ოჯახის თვალით ვუყურებ,რა იქნება უკეთესი ჩემი შვილისათვის.
ლელს შვილი არ ყავს და ამიტომ ამბობს ასე
2014, 12 აპრილი, 9:29
გეთანხმები, ინ..... ეს უნდა გამოსცადოს ადამიანმა, რომ მიხვდეს დედაშვილობის სიყვარულის ძალას.
2014, 12 აპრილი, 9:13
ლელ შვილი გყავს?
მგონი ჯერ არა,აი როცა გეყოლება მაშინ უნდა წაიკითხო ეს სტატია და გულში ჩაიხებო დამერწმუნე იგივეს აღAრ იტყვი,დედაშცილობა სხვა გრძნობაა
2014, 11 აპრილი, 22:23
ხოო ნამდვილად სამაგალითო შვილია. მისაბაძი. თუმცა შვილისთვის დედა მუდამ სანატრელია და მწამს, რომ ყველა შვილს სურს დედა ცოცხალი ჰყავდეს, თუნდაც დედის სიცოცხლე შვილის სიცოცხლის ფასად იყოს
2014, 11 აპრილი, 22:20
საოცარი პატარა ყოფილა, დიდსულოვანი..ვაიმე, როგორ დავიგრუზე ამ საღამოს:(((
2014, 11 აპრილი, 22:15
მაგაში გეთანხმები. ადვილი არ იქნებოდა ამ ქალისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება და ვთვლი, რომ შვილის დაჟინებული თხოვნა რომ არა არც დასთანხმდებოდა.
2014, 11 აპრილი, 22:10
არ ვიცი, ;ლელ...ჩემთვსი ეგ შეუძლებელი რამ იქნებოდა...ღმერთმა დაიფაროს ყველა ქალი და ყველა დედა ამისგან:(
2014, 11 აპრილი, 22:09
კარგით რა, რატომ არ უნდა მიეღო. მით უმეტეს შვილის გადარჩენის არანაირი შანსი არ არსებობდა. ამ ქალს კი მხოლოდ ცალი თირკმელი ესაჭიროებოდა. იგი კვლავაც შეძლებს სრულფასოვან ცხოვრებას, შვილებსაც გააჩენს და, რაც მთავარია, გარდაცვლილი შვილის საფლავს მომვლელი ეყოლება.
2014, 11 აპრილი, 21:34
ვერ წარმომიდგენია, რა უნდა უხაროდეს ცხოვრებაში? როგორ უნდა გაიღვიძოს დილით და ღამით მშვიდად როგორ უნდა დაიძინოს? მე არავის არ ვსჯი, უბრალოდ ჩემი აზრია ეს:(
2014, 11 აპრილი, 21:28
მიხარია რომ ასეა:(
სინდისი,სინანული და სულიერი ტანჯვა დანაშაულის არასოდეს არ გამახარებდა და რაა ასეთი სიცოცხლე მაშინ?
ან ამ ქალმა როგორ უნდა იცხოვროს სრულფასოვნად?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10