x
image
მანჩო 777
მწარე სიმართლე, ანუ როგორ უნდა გამოვცადოთ ახლობლები
ერთმა მდიდარმა რუსმა ბიზნესმენმა გადაწყვიტა გამოეცადა თავის ახლობლები და მეგობრები და გაეგო, თუ როგორ შეტკიოდათ მათ გული მასზე.

გადაწყვიტა, რომ ყველაზე საუკეთესო გამოცდა მისი სიკვდილის გათამაშება იქნებოდა და არც კი დაფიქრებულა, მაშინათვე ერთ-ერთ სააგენტოს საიდუმლოდ დაუკავშირდა და სთხოვა მისი სიკვდილის ინსცენირებაში დახმარებოდნენ.

ყველაფერი სცენარის მიხედვით მოხდა: ერთ მშვენიერ დღეს ქუჩაში გაითამაშეს თავდასხმა: ბიზნესმენის კუთვნილ ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნა ქილერის ფორმაში გადაცმულმა მსახიობმა. ნახევარი დღით დაქირავებულმა " სასწრაფო დახმარების" მანქანამ "მომაკვდავი ბიზნესმენი" საავადმყოფოში გადაიყვანა. იქ ის "კომაში ჩავარდა" და ცოლს და ბიზნეს-პარტნიორებს განუცხადეს, რომ საქმე ცუდადაა.

ცოლს დაუძახა "მომაკვდავის" პირადმა ექიმმა და აუხსნა, რომ გამოჯანმრთელების შანსი ნულის ტოლია, მაგრამ აპარატზე შეერთებულმა ავადმყოფმა უგრძნობ მდგომარეობაში შეიძლება წლები იცოცხლოს. უფრო მეტიც, ცოლს შესთავაზეს ხელოვნური კვების აპარატის გამორთვა, რადგან ის ძალიან ძვირი ჯდებოდა და არავინ იცოდა, რამდენ წელს იცოცხლებდა "კუნძს" დამსგავსებული ავადმყოფი.


"მოსიყვარულე ცოლი" არც კი დაფიქრებულა, მაშინვე დათანხმდა ავადმყოფის აპარატიდან გამორთვას და დაუფიქრებლად მოაწერა ხელი ქმრის სასიკვდილო განაჩენს.

ამის შემდეგ მოვლენები კიდევ უფრო მძიმედ განვითარდა: ცოლი "მომაკვდავის" ბიზნეს-პარტნიორის და უახლოესი მეგობრის საყვარელი აღმოჩნდა. ბიზნესმენის "სიკვდილის" შემდეგ ისინი აღარც ცდილან თავიანთი ურთიერთობის დამალვას, მდივნებმა "განსვენებულის'' სეიფიდან დიდი თანხა გაიტაცეს, ბიზნეს-პარტნიორებმა კი მისი პირადი საკუთრების მეთოდური ძარცვა განახორციელეს, -ყველაფერი ეს იწერებოდა სპეციალურ მოწყობილობებზე, რომელიც თამაშის დაწყების წინა დღეებში მამაკაცმა საიდუმლოდ დაამონტაჟებინა ყველა საჭირო ადგილას. "გარდაცვალებიდან" მეორე დღეს ცოლი სასწრაფოდ გაფრინდა შვეიცარიაში და მოითხოვა ქმრის კუთვნილი ყველა საბანკო ანგარიში მის სახელზე გადაფორმებულიყო. წინასწარ გაფრთხილებულმა ადვოკატებმა მას ყალბ საბუთებზე მოაწერინეს ხელი. მოკლედ, ადამიანმა ორ დღეში დაკარგა ყველაფერი: ცოლი, მეგობრები, პარტნიორები და ერთგული თანამშრომლები.

როცა ყველაფერი გამოაშკარავდა, ბიზნესმენს ჰკითხეს, ხომ არ ნანობდა ის თავის საქციელს. მან უპასუხა:

"-ყოველთვის მინდოდა მცოდნოდა სიმართლე, რაოდენ მწარეც არ უნდა ყოფილიყო ის".


image

5
223
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
223
  
2014, 10 აპრილი, 21:10
ალბათ ეგრეც იზამს ეგ კაცი:(
2014, 10 აპრილი, 21:08
ასეთებს ჯობია სიმარტოვეში მოკვდე
2014, 10 აპრილი, 21:08
ხო ნამდვილად მასე იქნებოდა
2014, 10 აპრილი, 20:43
წარმოიდგინე, რა იმედგაცრუებული დარჩებოდა..ალბათ ცხოვრებაში აღარ ენდობა არავის:(
2014, 10 აპრილი, 20:41
მაგარად მომეწონა. ჭკვიანი კაცი ყოფილა
0 1 5