x
image
კატაპულტი
ღირს თუ არა განათლების მიღება საქართველოში?
imageმსოფლიოში ქართველები ნიჭიერ ერად ვართ მიჩნეული, თუმცა განათლების მიხედვით ბოლო საფეხურებს ვიკავებთ.რატომ ხდება, რომ ნიჭიერები ვართ, მაგრამ გაუნათლებლები? ზარმაცები ვართ? იმიტომ ხომ არ ხდება ასე, რომ საქართველოში განათლება არ ფასდება?

ვფიქრობ, ეს უკანასკნელი ყველაზე რეალური მიზეზია. რამდენჯერ გაგიგონიათ ფრაზები “ორი უნივერსიტეტი დავამთავრე და დღეს ტაქსის მძღოლი ვარ...", “იმისთვის ვისწავლე ამდენი, რომ დღეს მწვანილს ვყიდდე პროფესორი ადამიანი?!", “სახლში მიწყვია დიპლომები ჩარჩოში ჩასმული, ხანდახან გადავწმენდ, მტვერი რომ არ დაედოს..." და ა.შ. ღიმილისმომგვრელია ასეთი ფრაზები, მაგრამ რეალურად ძალიან მძიმე პრობლემაა, როდესაც ყველაფერს გაიღებ განათლების მისაღებად და მერე აღმოაჩენ, რომ სულ ტყუილად.შენ რომ უნივრსიტეტში მიდიოდი და “24 -საათიან ბირჟავიკებს" ჩაუვლიდი გზად, დღეს ის “ბირჟავიკი" შეიძლება მინისტრიც იყოს და შენ კი თვალები გაქვს დაღლილი სამსახურის ძებნით.ვიღაცის ნათესავმა აჯობა სხვის განათლებას.

მერე, ალბათ უკვე გვიან, გიჩნდება კითხვა, ღირდა კი რაც ვიწვალე სწავლისათვის?! იქნებ სჯობდა, რომ სწავლის ნაცვლად ვინმე “გაქაჩულს" დავნათესავებოდი?

სამწუხაროდ, ეს ჩვენი ქვეყნის დღევანდელობაა და მართლაც ან კარგი ნაცნობი უნდა გყავდეს, ან მწვანილი გაყიდო შენნაირებით სავსე ბაზარში, ან ისევ იქვე მახლობლად “ტაჩკით" ან ტაქსით მოემსახურო იმას, ვისაც “გაქაჩული" ნაცნობი აღმოაჩნდა.



P.s. გვეშველება რამე?!

0
45
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0