x
image
კატაპულტი
რა და როგორი სამსახურებია საქართველოში?!


imageსაქართველოში უკვე დიდი ხანია მძიმე პრობლემადაა ქცეული სამუშაო ადგილების არარსებობა. უცხო თვალისათვის ეს შეიძლება შეუმჩნეველიც იყოს იმის ფონზე, რომ სხვადასხვა საშუალებებით მრავლად ქვეყნდება სხვადასხვა ვაკანსიები როგორც საჯარო სამსახურში, ასევე კერძო სექტორში.მიუხედავად ამ უკანასკნელი ფაქტისა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი მაინც დაუსაქმებელია. რაშია საქმე?!

საქმე იმაში გახლავთ, რომ საჯარო სამსახურებში ხშირად ხდება საკადრო გადანაცვლებები, კანონის შესაბამისად კი, აღნიშნული მოვლენა ვაკანსიის საჯაროდ გამოცხადების გარეშე დაუშვებელია.აქედან გამომდინარე, ხშირია შემთხვევები, როდესაც საჯარო სამსახურებში არსებულ ვაკანსიებზე გამოცხადებული კანდიდატები იმედგაცრუებულები რჩებიან, რადგან გასაუბრებასა თუ ტესტირებაზე მისულები იგებენ, რომ ადგილები უკვე შევსებულია და აღნიშნული მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს.

რაც შეეხება კერძო სექტორში არსებულ ვაკანსიებს, ისინი ძირითადად ცხადდება კომპანიების რეკლამირებისათვის, რათა ხალხს მიაწოდონ ინფორმაცია ამა თუ იმ ფირმის შესახებ. თუ გაგიმართლათ და კერძო კომპანიაში რეალურად აღმოჩნდა სამუშაო ადგილი და დასაქმდით, სულ მალე შეიძლება თავადდატოვოთ იგი მძიმე პირობების, სამუშაო გრაფიკისა და ძალზედ დაბალი ანაზღაურების გამო.

მოსახლეობისათვის უკანასკნელ გამოსავლად იქცა თვითდასაქმება, რასაც თავისთავად, სჭირდება საწყისი კაპიტალი, სწორედ ამის გამო გახშირდა იპოთეკური სესხების აღება და შემდეგში საცხოვრებლების დაკარგვა, რადგან იშვიათია, რომ რაიმე წამოწყებამ საქართველოში გაამართლოს.

3
45
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
45
  
2014, 9 აპრილი, 19:36
:D საინტერესო შენიშვნაა.
2014, 9 აპრილი, 14:07
მეც მასე ვფიქრობ :D
2014, 9 აპრილი, 13:10
ინტერმედია მალე ერთადერთი სამუშაო ადგილი დარჩება:)
0 1 3