x
image
პერსეპოლისი
ანუკი არეშიძის ახალი კოლექცია და კრისტი ყიფშიძის ფიასკო.

image

ქართველმა დიზაინერმა ანუკი არეშიძემ, 5 აპრილს, მოსწავლეთა სასახლის სარკეებიან დარბაზში თავისი მეორე კოლექციის ჩვენება გამართა, სადაც არაერთი ცნობილი სახის ხილვა შეიძლებოდა შოუბიზნესისა თუ მოდის ინდუსტრიიდან.
თავისი მეორე კოლექცია დიზაინერმა მუქ ფერებში, ფერადი დეტალებით გადაწყვიტა. მთელი კოლექცია შექმნილია 60-იანი წლების ტენდეციებზე დაყრდნობით. ეს არის დახვეწილი, ძლიერი ქალი, რომელიც უაღრესად მოდური და ელეგანტურია. უყვარს თამამი ფერები და ქალური სილუეტი, რომელიც ახალგაზრდა და სექსუალურ ქალბატონებს შეეფერებათ.
ანუკის კოლექციაში თითოეული ქალი განსხვავებულია სამოსითა და ფერებით, თუმცა მათ ყველას ერთად ელეგანტურობა აერთიანებს.
სამოსის ზოგიერთი ფორმა ძლიერ ქალურია, ზოგი კი უხეში, მამაკაცური სტილის. ეს იმის აღსანიშნავად, რომ ელეგანტურ ქალს ნებისმიერი სტილის მორგება შეუძლია.
საბოლოოდ, ანუკი არეშიძის ჩვენებამ იქ დამსწრე საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა. რაც შეეხება სოციალურ ქსელებს, ანუკის კოლექცია კრისტი ყიფშიძის ფოტოთი გამოწვეულმა ემოციამ გადაფარა. გაურკვეველია, ფოტოს ბრალია და თუ მოდელი მართლაც გასუქდა. თუ უბრალოდ შეუფერებელი კაბის წარდგენა ხვდა წილად, მაგრამ ანუკის „ფეისბუქის“ გვერდის მომხმარებლებმა ქართველი მოდელი არ დაინდეს, რომლის პოდიუმზე გამოჩენაც აქამდე მხოლოდ დადებით ემოციებს იწვევდა.


image




imageimageimage
imageimageimageimageimageimageimageimageimageimage

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage







1
696
6-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
696
  
2014, 8 აპრილი, 19:24
ლურჟიტ გაწკობილი მომეწონა
0 1 1