x
image
პერსეპოლისი
ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის კოლექცია,რომელმაც მოდის კრიტიკოსებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა.
image


მარიამ გვასალია 22 წლის ახალგაზრდა ქართველი დიზაინერია, რომელიც სულ ახლახანს გამოჩნდა მოდის სფეროში და თავიდანვე წარმატებით დაიწყო მოღვაწეობა. მისი პირველი კოლექცია ძალიან დამახასიათებელი და დასამახსოვრებელია. მისი ეს მოდელები სხვადასხვა უცხოურ საიტებსა და ბლოგებზეა განთავსებული და დიდ მოწონებას იმსახურებს როგორც მომხმარებლებისგან, ასევე მოდის კრიტიკოსებისგან.

მარიამმა წელს დაამთავრა სამხატვრო აკადემია, სადაც დიპლომის
დაცვაზე წარადგინა თავისი ნამუშევრები. დიდი მოწონების გამო მან გადაწყვიტა შეექმნა თავისი პირველი კოლექცია და საკუთარი ხაზი, რაც ნამდვილად გამორჩეულია და მე პირადად, დიდი
სიამოვნებით შევიძენდი მის შექმნილ ფეხსაცმელებსა თუ ტანისამოსს.
კოლექცია გამორჩეულია დახვეწილობითა და ელეგეანტურობით. როგორც მარიამი აღნიშნავს, მისთვის უპირველესია ფერთა გამა, რომელიც ყველაფერს განსაზღვრავს.

"შეიძლება ისწავლო როგორ შეკერო, დაჭრა, დახატო, მოქარგო და ა.შ, მაგრამ ვერ ისწავლი ფერთა შეხამებასა და შერჩევას" - ამბობს ახალგაზრდა დიზაინერი ერთ-ერთ გადაცემაში.


ამ სტატიაში განხილული მოდელები მარიამის პირველი კოლექციიდან არის. ის უკვე მუშაობს თავის ახალი კოლექციის შექმნაზე და იმედია ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც დასაწყისში.



image



image



image


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

image


ეს ფეხსაცმელები უკვე მისი ახალი კოლექციის ნაწილია.
image

ეს კი, თვითონ მარიამი.

image

image






















































































0
256
3-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
256
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0