x
image
მანჩო 777
7 ყველაზე გიჟური სანაძლეო
არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ სანაძლეოზე ნებისმიერ ადამიანთან და ნებისმიერ დროს. ასეთი ადამიანები ყველაფერზე მიდიან, რომ სანაძლეო მოიგონ, თუნდაც მისი შედეგები საკმაოდ კატასტროფული აღმოჩნდეს. სწორედ ასეთ ადამიანებზე მინდა დღეს მოგითხროთ.


1.მამაკაცმა სანაძლეო დადო, რომ ქალის მკერდს გაიკეთებდა..და მან ეს გააკეთა.

1996 წელს ბრაიან ზემბეკი დაენაძლევა თავის მეგობარს(ისინი ხშირად ერთად თამაშობდნენ პოკერს), რომ გაიკეთებდა მკერდის იმპლანტანტს და რამდენ წელსაც ამ იმპლანტანტს ატარებდა, მეგობარს ყოველ წელს მისთვის 10 000$ უნდა გადაეხადა. ნიძლავი შედგა, ბრაიანმა მოძებნა მასავით აზარტული ქირურგი და დაითანხმა ოპერაციის გაკეთებაზე. ამის შემდეგ უკვე 18 წელი გავიდა, ზემბეკი კი ისევ დადის თავისი 38С ზომა მკერდით და ყოველწლიურად ღებულობს მეგობრისაგან 10 000$-ს. გარდა ამისა, მას უკვე ეშინია კიდეც ხელახალი პლასტიკური ოპერაციიის გაკეთება იმპლანტანტის ამოსაღებად.

image



2.მოთამაშე, რომელიც დაენაძლევა თავის ბანქოს პარტნიორს, რომ ის არ შეჭამდა ჰამბურგერს.

პოკერის პროფესიონალი მოათამაშე ლედერერი ვეგეტარიანელია. მეორე მოთამაშე დევიდ გრეი, დარწმუნებული იმაში, რომ ლედერერი არასოდეს შეჭამდა საქონლის ხორცის ჰამბურგერს, დაენაძლევა მას 10 000$-ზე.

პრინცპი პრინციპია, მაგრამ ლედერერისათვის ფული და სათამაშო აზარტი უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მან მიიღო ნიძლავი, შეჭამა ჰამბურგერი და მოიგო 10 000$. შემდეგ კი საპასუხო სვლა განახორციელა: მან შესთავაზა გრეის(რომელსაც საშინლად სძულდა ზეთისხილი), რომ თუ რამოდენიმე ცალ ზეთისხილს შეჭამდა, თავის ფულს უკან დაუბრუნებდა. გრეიმ ეს ვერაფრით ვერ შეძლო და ამრიგად ერთ დღეში 20000$ დაკარგა.

image


3.მამაკაცმა მოიგო უფლება ცოლი ეწამებინა ელექტროშოკით, რის გამოც ის დააპატიმრეს.

საფუხბურთო კლუბ «Chicago Bears»-ის ფანატის ჯონ გრანტის და მისი ცოლის, ნიკოლისათვის, რომელიც კლუბ «Green Bay Packers» -ს გულშემატკივრობდა, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი საღამო იყო-ისინი ადგილობრივ ბარში მათი საყვარელი გუნდების შეხვედრას ადევნებდნენ თვალს და თან ალკოჰოლურ სასმელს მირთმევდნენ. უცებ გრანტმა გადაწყვიტა ცოლს დანიძლავებოდა: წაგებული გუნდის ქომაგს ელექტროშოკით რამოდენიმე დარტყმა უნდა გადაეტანა. ცოლიც დასთანხმდა. იმ საღამოს «Chicago Bears»-მა ანგარიშით 27-20 მოიგო. ცოლ-ქმარი ბარიდან გამოვიდა და ჯონმა წაგებული სანაძლეოს პირობების შესრულება მოითხოვა. როცა ქმარმა პირველად დაარტყა ელექტროშოკით, ნიკოლმა სიცილი დაიწყო, მეორე დარტყმაზე ძირს დავარდა, მაგრამ როცა ქმარი აღარ გაჩერდა, ტკივილით გამწარებულმა ქალმა პოლიცია გამოიძახა.

ჯონ გრანტი დააპატიმრეს ელექტროშოკერის უკანონო ტარების გამო.

image


4.ახალგაზრდა, რომელმაც მთელი თავის ქონება კაზინოს რულეტკაზე დადო.

32 წლის ბრიტანელი ეშლი რევერი 2004 წელს ლას-ვეგასში გაემგზავრა, რათა მთელი თავისი ქონება რულეტკაზე დაედო. ეს თანხა 135 000$-ს შეადგენდა. მეგობრები თხოვდნენ, არ გაერისკა და მცირე თანხებით ეთამაშა, მაგრამ ეშლი შეუვალი იყო-ან ყველაფერი, ან არაფერი. მოთამაშემ მთელი თანხა წითელზე დადო. მეგობრები სულგანაბული ადევნებდნენ თვალს თამაშს. საბედნიეროდ, ეშლის გაუმართლა და მოიგო. მან კრუპიეს 600$ აჩუქა და მშვიდად დატოვა კაზინო.


5.მამაკაცმა სანაძლეოსათვის თავი ცეცხლში შეყო, რის გამოც საშინელი დამწვრობა მიიღო.

კიდევ ერთი სანაძლეო, დადებული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ: 36 წლის უილიამ ბონერი სანაძლეოს ფასად დასთანხმდა თავი დაეწვა. ძალიან მთვრალმა ბონერმა თხოვა თავის თანამეინახეს მისთვის თავზე გადაესხა რომი Bacardi 151, რის შემდეგაც მან თავი შეყო ცეცხლში. ბონერი მეგობარს დაენაძლევა, რომ თავს ცეცხლი აუცილებლად წაეკიდებოდა.მამაკაცი მხოლოდ ტკივილებმა გამოაფხიზლა ალკოჰოლური თრობისაგან. მას საკმაოდ ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა, თუმცა საკუთარი სახის დასაბრუნებლად პლასტიკურმა ოპერაციებმაც ვერ უშველა.

image


6.ადამიანი, რომელმაც ნიძლავში საკუთარი ცოლი წააგო.

ანდრეი კარპოვი მურმანსკიდან მეგობარს ფულზე ბანქოს ეთამაშებოდა, როცა მთელი თანხა წააგო და არანაირი ნივთიც აღარ დარჩა. ამიტომ მას შესთავაზა საკუთარ ცოლზე ეთამაშათ. პარტნიორი დასთანხმდა და მორიგი ხელიც მოიგო. ცნობილი არაა, დათანხმდა თუ არა ქალი ბანქოს ვალის გადახდას, მაგრამ ამ ამბიდან სულ მალე ის ანდრეის გაეყარა და მისი ბანქოს პარტნიორის ცოლი გახდა. შემდგომში ქალმა განაცხადა:" როგორც კი ჩემმა ყოფილმა ქმარმა ეს ჩაიდინა, მე მივხვდი, რომ სასწრაფოდ უნდა გავყროდი მას. სერგეი-ძალიან თბილი, სიმპატიური და მოსიყვარულე მამაკაცია, მე მასთან ბედნიერი ვარ. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომ მან ჩემი თავი პოკერში მოიგო".

image


7.რეპერმა 5$-ზე დადო სანაძლეო, რომ ნებისმიერი გოგონასაგან თავში ჩარტყმას მოითმენდა...ის ამის გამო სიცოცხლეს გამოესალმა.


საკუთარ თავდაჯერებულობაში ცუდი არაფერია, მაგრამ ზედმეტი არაფერი ვარგა, რადგან ამან შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიიყვანოს ადამიანი.

დამწყები რეპერი ჯონ პაუელი საოჯახო წვეულებაზე გამოდიოდა კლუბ «Crest Hill»-ში, ილინოისის შტატში, როცა განაცხადა, რომ ნებისმიერი გოგონასაგან თავში დარტყმას გაუძლებდა. გამოწვევა 22 წლის ტიფანი სტარცმა მიიღო. მან ყმაწვილს სახეში ძლიერად დაარტყა. ბიჭმა უკან დაიხია, წარმოქვა : "ეს კარგი დარტყმა იყოო" და უგრძნობლად დაეცა იატაკზე. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მალე გარდაიცვალა კიდეც იმის გამო, რომ დარტყმის დროს კისრის არტერია გაუწყდა, რამაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი თავის ტვინის ტრავმა გამოიწვია. სტარცმა დანაშაული აღიარა და პოლიციას ჩაბარდა, თუმცა სასამართლოზე ის ყველა პუნქტით გაამართლეს.
image


11
1981
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1981
  
2014, 13 აპრილი, 21:42
ეგ ამბავი არ ვიცოდი, თორე მივამატებდი:)
2014, 13 აპრილი, 19:53
ბათუმში ბიჭმა მატარებელს ფეხი დაუდო და 50 000$ის მოიგო
2014, 9 აპრილი, 0:19
600 დოლარიი ?? ძუნწი
2014, 8 აპრილი, 15:55
რა სიგიჟეა:))))
2014, 8 აპრილი, 1:31
ებეე
2014, 7 აპრილი, 23:37
აზარტი რას არ ჩაადენინებს კაცს:)
2014, 7 აპრილი, 23:36
ჰაჰაჰაჰააააა სასაცილოა დღევანდელი საზოგადოების ქმედება :DDD
2014, 7 აპრილი, 19:35
გმადლობთ:)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10