x
image
t.x.
9 თვის ბავშვი მკვლელობის დაგეგმვისთვის დააპატიმრეს. როგორ ცდილობდა ის პოლიციელის მოკვლას
imageცხრა თვის ბავშვი მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით დააპატიმრეს პაკისტანში. დაპატიმრებულია პატარა მუჰამედ მოსა ხანი, რომელსაც ბრალად ედება პოლიციის მიმართ მუქარა და სახელმწიფო საქმეებში ჩარევა. ის ოჯახის სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრეს და გირაოს საფასურად გამოუშვეს საქმის განხილვამდე, რომელიც 12 აპრილს განახლდება.

პოლიციამ პაკისტანის ქალაქ ლაჰორში რეიდი მოაწყო ბუნებრივი აირის უკანონოდ მომხმარებელთა წინააღმდეგ.

გავრცელდა სურათები, (გადაღებულია ოთხშაბათს) რომელიც სასამართლოშია გადაღებული. პატარა მუჰამედი არხეინად ზის მამიკოს მუხლებზე, ბოთლით საჭმელს მიირთმევს და სულ არ ედარდება, რომ სასამართლო მის დანაშაულს განიხილავს. image

მოხსენებაში პოლიციელი ირწმუნება, რომ ეჭვმიტანილი პოლიციის ოფიცრის მოკვლას ცდილობდა რეიდის დროს ქვების სროლით. მუჰამედის ოჯახმა საჩივარი შეიტანა პატარას დაპატიმრების და მასზე საქმის აღძვრის გამო. უმცროსი ინსპექტორი კაშიფ ახმედი გაათავისუფლეს ცხრა თვის ბავშვზე საქმის აღძვრის გამო. ბავშვის მამა აცხადებს, რომ ჯგუფი აპროტესტებდა თავიანთ რაიონში ელექტროენერგიის უკმარისობას.


იქაური პრესა იუწყება, რომ მოსამართლეს არ შეეძლო შეეჩერებინა ბავშვის წინააღმდეგ აღძრული საქმე, რადგან ეს მის იურისდიქციას აღემატებოდა. მინისტრთა საბჭოს თავჯდომარე პენჯაბა შახბაზ შაფირმა გენერალურ ინსპექტორთან დააყენა შუამდგომლობა ბავშვის თაობაზე, აგრეთვე მოითხოვა მკაცრი ზომების გატარება ჩინოვნიკების წინააღმდეგ რომლებმაც სასამართლოს გადასცეს ეს საქმე.



3
286
7-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
286
  
2014, 6 აპრილი, 23:32
:D
2014, 6 აპრილი, 14:57
:)) კარგად ვიხალისე, ყოჩაღ პატარას. :))
2014, 5 აპრილი, 23:48
:D იქნებ ტერაქტსაც გეგმავდა კარგად გამოეძიათ :D
0 1 3