x
image
beko777
შენ და ის ერთ სახლში
შენ და ის ერთ სახლში


ბოლო-ბოლო, გადაწყვიტეთ ბედის ერთმანეთთან დაკავშირება, მაგრამ ერთი რამ ახლავე უნდა გაითვალისწინოთ – თქვენმა ურთიერთობამ შეიძლება მალევე დაკარგოს ყოველგვარი რომანტიზმი. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ ეს.


1. სექსი არ უნდა გადავიდეს მეორე პლანზე. ტელევიზორის წინ მდებარე დივანი ერთადერთი ადგილი როდია, სადაც შეგეძლებათ ერთმანეთისთვის სიყვარულის დამტკიცება.
2. ნუ ეცდებით მთელი თავისუფალი დროის ერთად გატარებას. თუ ის ფეხბურთის სათამაშოდ წავა შაბათს, თქვენც დაკავდით სპორტით ან მეგობარ გოგონასთან ერთად მაღაზიებში შეიარეთ. ეს დროებით გადაგრთავთ ყოველდღიურ საზრუნავისგან და ერთმანეთის მონატრებისთვისაც შესანიშნავი საშუალებაა.
3. ნუ დაივიწყებთ თქვენს მეგობრებს და ნუ მოელთ რჩეულისგან, რომ იგი შეწყვეტს თავის მეგობრებთან კონტაქტს. უარს ნუ იტყვით საკუთარ გატაცებებზე. რაც უფრო მეტად იქნება სახლის გარეთ თქვენი ცხოვრება საინტერესო, მით უფრო დაგაინტერესებთ ერთად ყოფნა.
4. დაუნიშნეთ ერთმანეთს შეხვედრა ბარში, კინოში, ქალაქის ცენტრში... ისე, როგორც თქვენი რომანტიკული ურთიერთობების დაწყებისას.


როგორ გავხდეთ Sexy
გინდა სექსუალურად გამოიყურებოდე? საჭირო ეფექტის მოხდენა სულ რაღაც რამდენიმე წუთში შეიძლება, მთავარია მონდომება. მაშ ასე, გაბედულად!
* შეხვედრის წინ
ხალხის მასაში ამოარჩიე მიმზიდველი მამაკაცი და წარმოიდგინე, რომ სწორედ ახლა იყავი დაკავებული მასთან სექსით – სისხლი ტუჩებთან მოგაწვება, სახეზე მომაჯადოებული ღიმილი გადაგეფინება, თვალები გაგიბრწყინდება...
* მანქანიდან გადმოსვლისას
ერთდროულად გადმოდგი ორივე ფეხი ტროტუარზე, რომ მუხლები მყარად გქონდეს მოხრილი. პირდაპირ იყურე, დაეყრდენი კარის სახელურს და ნელა წამოიმართე დასაჯდომიდან. შენი გრაციოზულობა არ დარჩება შეემჩნეველი.
* ბარის დახლთან



სექსუალური ქალი სექსუალურ სასმელს მიირთმევს. ასეთად კი კოქტეილებია მიჩნეული. ბარმენი ღიმილითა და ნაზი ხმით მოხიბლე, დაე, ყველამ იფიქროს, რომ შენ უჩვეულო სტუმარი ხარ.

0
58
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0