x
image
მანჩო 777
განქორწინების ყველაზე სასაცილო მიზეზები
image

1.2011 წლის დეკემბერში 99 წლის იტალიელმა მამაკაცმა სარჩელი შეიტანა სასამართლოში ცოლთან განქორწინების მოთხოვნით. ამის მიზეზი გახდა მისი 96 წლის ცოლის მიერ საყვარლისადმი მიწერილი წერილის პოვნა, რომელიც ქალმა ჯერ კიდევ 1940 წელს დაწერა. გაყრის შემდეგ ყოფილი ცოლ-ქმარი გახდა მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული განქორწინებული წყვილი.



2. 8 თვის ბედნიერი და უპრობლემო თანაცხოვრების შემდეგ რუმინელმა ცოლ-ქმარმა(ამასთან ქმარი 67, ხოლო ცოლი 54 წლის იყო დაქორწინების დროს) განქორწინება გადაწყვიტა. საქმე იმაშია, რომ ცოლის გათამამებულმა და მსუქანმა კატამ ქმრის კუთვნილი 2 თუთიყუში შესანსლა, რომლებიც მას ძალიან უყვარდა.


3.ბრიტანელი ნილ დიუჰარტის ცოლთან განშორების მიზეზი ფეხბურთი გახდა. როგორც აღმოჩნდა, ქალმა გარეცხა მისი მაისური, რომელზეც ფეხბურთელების ავტოგრაფების კოლექცია იყო. მოსამართლემ მომხდარს მისცა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ვანდალიზმის კვალიფიკაცია.



4.2008 წელს აშშ-ში ქალი ქმარს დასცილდა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელს პროთეზირებული(გადიდების მიზნით) სასქესო ორგანო მოტყდა სქესობრივი კავშირის დროს.


5. გერმანელი ქმარი სასტიკად ეჭვიანობდა ცოლის უამრავ ჩემპიონატში გამარჯვებულ ძაღლზე: ეჩვენებოდა, რომ ის ქალს ქმარზე მეტად უყვარდა. მან ჩუმად დაუწყო ძაღლს აკრძალული საკვების ჭმევა, რის გამოც საბრალო ცხოველი საშინლად გასუქდა და გამოფენებში მონაწილეობაც ვეღარ მიიღო. ცოლი მიხვდა, რომ ამ საქმეში ქმრის ხელი ერია და მას დაუყონებლივ გაეყარა.


6.იტალიელმა წყვილმა ულამაზესი ქორწილის შემდეგ გადაწყვიტა თაფლობის თვე პარიზში გაეტარებინა, მაგრამ მის დასრულებამდე ცოლმა ქმარს გაყრა მოსთხოვა, მიზეზი კი ის იყო, რომ პარიზში მათთან ერთად თაფლობის თვეს დედამთილიც ესწრებოდა. ქმარი თურმე აღმერთებდა დედას და ისიც თან წაიყვანა საქორწინო მოგზაურობაში.


7.ანდრეი კარპოვი მურმანსკიდან მეგობარს ფულზე ბანქოს ეთამაშებოდა, როცა მთელი თანხა წააგო და არანაირი ნივთიც აღარ დარჩა. ამიტომ მას შესთავაზა საკუთარ ცოლზე ეთამაშათ. პარტნიორი დასთანხმდა და მორიგი ხელიც მოიგო. ცნობილი არაა, დათანხმდა თუ არა ქალი ბანქოს ვალის გადახდას, მაგრამ ამ ამბიდან სულ მალე ის ანდრეის გაეყარა და მისი ბანქოს პარტნიორის ცოლი გახდა.


8.ეგვიპტელმა არქეოლოგმა ცოლთან გაყრა დაქორწინების მეორე დღესვე გადაწყვიტა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ქალი სრულიად მელოტი აღმოჩნდა. როგორც კი ქორწილის შემდეგ ცოლ-ქმარი დასაძინებლად დაწვა, ქმარმა ცოლს მოფერება დაუწყო და ხელი გადაუსვა ულამაზეს თმებზე, თუმცა განცვიფრებული შოკში ჩავარდა, როცა მთელი თმა მას ხელში შერჩა და ცოლი კი სრულიად მელოტი დაინახა. შეშინებული კაცი კარგად ხანს ვერ მოვიდა გონს, მერე კი სასწრაფოდ დატოვა ოთახი და მაშინათვე შეიტანა სარჩელი გაყრის შესახებ.


9.ამერიკელი დენელსონი ნამდვილი სადისტი იყო: მის ცოლს ძალიან უყვარდა დეტექტივების კითხვა, მაგრამ ქმარი ამის საშუალებას არ აძლევდა:ყოველი წიგნის 30-ე გვერდზე ის წერდა მკვლელის სახელს და ამის შემდეგ წიგნის წაკითხვას აზრი ეკარგებოდა. შეისწავლა რა ეს საქმე, სასამართლომა მომხდარს მიანიჭა "ქმრის მიერ განსაკუთრებით დახვეწილი სასტიკი მოპყრობის " სტატუსი და ქალს განქორწინებაზე დაუყონებლივ განუცხადა თანხმობა.


10.ერთმა ქალმა გათხოვებისას ქმარს მოატყუა, რომ 24 წლისაა, მაშინ როცა სინამდვილეში 30-ის იყო. ქმარმა ამ ტყუილის შესახებ ქორწინებიდან მხოლოდ მხოლოდ 10 წლის შემდეგ შეიტყო და ამის გამო ცოლს გაეყარა.


11.ფრანგი ქალი ქმარს დასცილდა თანაცხოვრებიდან 20 წლის შემდეგ და მიზეზად სექსის არასაკმარისობა დაასახელა. სასამართლომ მის ქმარს კომპენსაციის სახით 40 000 ევროს გადახდა დააკისრა.


13.იაპონიაში გაყრის მიზეზი შეიძლება გახდეს რომელიმე მეუღლის უხერხული პოზა ძილის დროს.


14.კანადაში ქალს შეუძლია მოითხოვოს განქორწინება, თუ მისი ქმარი ხმამაღლა ხვრინავს და ძილის საშუალებას არ აძლევს მას.


15.საუდის არაბეთში ცოლს მხოლოდ მაშინ შეუძლია მოითხოვოს გაყრა, თუკი ქმარი მას ყავის დალევის საშუალებას არ აძლევს.


16.ნიგერიის სასამართლომ უარი უთხრა განქორწინებაზე ქალს, რომელმაც მიზეზად ქმრის ძალიან დიდი პენისი დაასახელა. ასე რომ, ამ 22 წლის ნიგერიელ ქალს საკუთარ ქმართან დაბრუნება მოუწევს.


17.ცოლ-ქმარი კლარაჩები ალბათ დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებდნენ ერთად, რომ არა მათი ფანატიკური სიყვარული ინტერნეტისადმი. ქორწინებიდან ერთ წელიწადში ისინი გაიყარნენ, რადგან ერთმანეთი ღალატში ამხილეს. აღმოჩნდა, რომ ისინი სხვადასხვა სახელებით ეარშიყებოდნენ ერთმანეთს და თავს სულ სხვა ადამიანებად ასაღებდნენ.ერთ დღესაც მოინდომეს რეალურ ცხოვრებაში გაცნობა და რაოდენ დიდი იყო მათი განცვიფრება, როცა პაემანზე ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ.

image

8
594
15-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
594
  
2014, 6 აპრილი, 18:49
ბოლომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა :D
2014, 6 აპრილი, 15:16
:):):):):):):):):):):):
2014, 6 აპრილი, 10:43
4 და 16 რაღაც შოკი იყო:დ რა მაგრად უქრის ამხალხს:))))))))))))))
2014, 5 აპრილი, 21:07
გაიხარე, ჩემო კარგო:)
2014, 5 აპრილი, 20:59
ძალიან ვიხალისე , ასე დიდი ხანია არ მომწონებია სტატია , მადლობა მანჩოს :)))))
2014, 5 აპრილი, 15:26
მე-4 და მე-8-ზე მაგრად ვიხალისე..სხვებიც კარგია
0 1 8