x
მეტი
  • 03.08.2024
  • სტატია:136332
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510553
განცხადება შალვა თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით და მიმართვა "ნაც. მოძრაობას"

image












"ენმ-ს წევრები განსაკუთრებით ბოლო დღეებში ურცხვად მანიპულირებენ გარდაცვლილის სახელით და ამით პოლიტიკური ქულების ჩაწერას ცდილობენ, სამწუხაროდ ამ კამპანიაში მათ შალვა თათუხაშვილის ოჯახის წევრებიც აიყოლიეს. ჩნდება ეჭვი რომ ისინი ზეწოლას ახდენენ თათუხაშვილის ოჯახის წევრებზე ეს ყველაფერი კი თანდათან სრულ მარაზმს ემსგავსება ახალაიებმა და სხვა ნაციონალებმა რაც ჩაიდინეს 9 წლის განმავლობაში ყველას ძალიან კარგად ახსოვს. სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის და ზურა ვაზაგაშვილის მკვლელები დღეს იმის ნაცვლად რომ საბრალდებო სკამზე იჯდნენ თავზე გვაჯდებიან და თათუხაშვილის გარდაცვალებაში დღევანდელ მთავრობას ადანაშაულებენ, გარდაცვლილის ოჯახზე კი ზეწოლას ახორციელებენ საგამოძიებო სამსახურები ამ ფაქტითაც უნდა დაინტერესდნენ. რაც შეეხება პროკურატურა საქმეს იძიებს და ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა, მაგრამ მთავარმა პროკურატურამ თავის დროზე დაუშვა შეცდომა ისინი ოქროს მოწმეს ვერ გაუფრთხილდნენ რაც ძალიან ცუდად აისახება მათ მუშაობაზე, იმედია პროკურატურა ამჯერად კარგად იმუშავებს და ყველაფერს დაადგენს მანამდე კი მივმართავთ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს თავი დაანებეთ გარდაცვლილით მანიპულაციას და მის სახელს პოლიტიკური ქულების ჩასაწერად ნუ იყენებთ, რადგან ამით თქვენი ავტორიტეტი არათუ ამაღლდება არამედ მკვეთრად დაეცემა, თქვენ 1 ოქტომბერს განადგურდით როცა ქართველმა ხალხმა გადაგირჩიათ და ამით თქვენი სისხლიანი საქმეებიც დასრულდა. საზოგადოებას ცნობისთვის კი შეგახსენებთ, რომ შალვა თათუხაშვილის ადვოკატი ბატონი ზაქარეიშვილი ასევე ახალაიების ადვოკატიცაა და რეალურად სწორედ მათ ემსახურება.

0
397
2-ს მოსწონს
ავტორი:giorgi babukhadia
giorgi babukhadia
397
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0