სხვა დამნაშავე, რომელმაც ფანჯრიდან ცოლ-შვილი გადმოყარა ციხეში ცემით მოკლეს 2014, 4 აპრილი, 12:12
დროებით იზოლატორში გარდაიცვალა მოსკოვის გარეუბანში მაცხოვრებელი ლუბერციდან რუსლან მაკრუშინი.2 აპრილს მან საყოფაცხოვრებო კონფლიქტის ნიადაგზე ფანჯრიდან გადმოყარა ცოლ-შვილი, ხოლო შემდეგ თვითონაც გადმოხტა, თუმცა გადარჩა.
"4 აპრილს ღამის 2 საათზე, იზოლატორში გარდაიცვალა მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ორი ადამიანის მკვლელობაში, მათ შორის მცირეწლოვანის"-იუწყება რუსეთის შ.ს.ს-ს მოსკოვის ოლქის დროებითი იზოლატორის პრეს-სამსახური. პოლიციელები დაბეჯითებით აცხადებენ მხოლოდ ერთ ვერსიას:საკანში გაჩაღდა ჩხუბი, რომლის დროსაც მაკრუშინიც მონაწილეობდა, ამის შემდეგ ეჭვმიტანილი ცუდად გახდა და მალევე გარდაიცვალა. პოლიციის თანამშრომლებმა დაზარალებულს პირველი სამედიცინო აღმოუჩინეს, თუმცა უშედეგოდ, გამოძახებეულმა სამედიცინო პერსონალმა სიკვდილი დააფიქსირა. 2 აპრილს, 39 წლის რუსლან მაკუშინი ცოლს წაეკამათა, რის შემდეგაც მე-4 სართულიდან გადმოაგდო ჯერ შვილი-4 წლის ვლადიმერი, შემდეგ კი ცოლი დიანა.შემდგომ თვითონაც გადმოხტა. 662 9-ს მოსწონს
|