x
image
მანჩო 777
ინდოელი ქალი ერთბაშად ხუთ ძმას გაჰყვა ცოლად
image

ინდოეთში მიმდინარე გამუდმებული გაუპატიურებების ფონზე, რომელიც აქ თითქმის ყოველდღე ხდება, დასავლური ჟურნალისტები ლამის ყველა გამოცემაში საუბრობენ ბედნიერ ოჯახზე, რომლის შემადგენლობაში შედის ხუთი მამაკაცი და ერთი ქალი. ძმები ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე, ნამდვილად "ძმურად" იყოფენ ერთ ქალს.

image

"21 წლის რაჯო ვერმა ერთ ოთახში ცხოვრობს ხუთ მამაკაცთან ერთად. ის ყოველ ღამეს იცვლის პარტნიორს, თუმცა ამის გამო ისინი არასოდეს ეჭვიანობენ", -აცხადებს გაზეთი Daily Mail.


რაჯო და მისი რჩეული გუდუ დაქორწინდნენ 5 წლის წინ ყველა წესის დაცვით. ამის შემდეგ გოგონამ მოასწრო ცოლად გაჰყოლოდა 32 წლის ბაიჯს, 28 წლის სანტ რამას, 26 წლის გოპალს და 19 წლის გიმეშს. ეს უკანასკნელი რაჯოზე დაქორწინდა მაშინათვე, როგორც კი 18 წელი შეუსრულდა.

image

რაჯოს ჰყავს წლინახევრის შვილი, თუმცა მან არ იცის, ვინაა ბავშვის მამა და არც თავს იწუხებს ამაზე ფიქრით. ყველა მამაკაცი თავს პატარას მამად თვლის და ამაზე არანაირი გართულება არა აქვთ.

ეს სიტუაცია ნებისმიერი ნორმალური ადამიანისათვის ძნელად გასაგები და აღსაქმელია, თუმცა სოფელ დეხრადუნში, რომელიც ჩრდილოეთ ინდოეთში მდებარეობს, ეს ტრადიცია, როცა ქალი თავისი პირველი ქმრის ძმებს მიჰყვება ცოლად, საუკუუნების წინ იღებს სათავეს.

ქალის 5 ქმრის სიტყვით, ისინი ერთ მეგობრულ ოჯახად ცხოვრობენ და ერთმანეთის მიმართ არანაირი ნეგატიური დამოკიდებულება არ აქვთ. რაჯოც ამბობს, რომ მას ყველა ქმარი ერთნაირად უყვარს.

წინათ შემთხვევები, როცა ქალი რამოდენიმე მამაკაცს მიჰყვებოდა ცოლად, ფართოდ იყო გავრცელებული ინდოეთში, თუცა დღეს ამ ტრადიციას ძალიან მცირერიცხოვანი მიმდევარი ჰყავს.

image

ძირითადად, პოლიგამიის ეს სახე ხშირია იმ რაიონებში, სადაც მამაკაცები გაცილებით მეტია, ვიდრე ქალები. როგორც წესი, ასეთი ოჯახები ჩვეულებრივთან შედარებით გაცილებით უფრი იოლად უმკლავდებიან სოფლის მეურნეობას, რადგან ამ რაიონებში ეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა. რაჯოს თქმით, მან ბავშვობიდანვე იცოდა, თუ როგორი ცხოვრება ექნებოდა, რადგან მისი დედაც ერთდროულად სამ ძმაზე იყო დაქორწინებული. მოკლედ, ეს ქალბატონი სულაც არაა ბედის უკმაყოფილო და და ამბობს, რომ ხუთმაგ მზრუნველობას და სიყვარულს იღებს ჩვეულებრივად დაქორწინებული ქალებისაგან განსხვავებით.

image

11
405
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
405
  
2014, 4 აპრილი, 19:07
ხუთმა ძმამ გაიყოო:D
2014, 4 აპრილი, 19:07
სულაც არ მიკვირს ეგ, პირველი შემთხვევა არაა:)
2014, 4 აპრილი, 16:28
ვაიმეე ეს რა მესმისს :XX
2014, 4 აპრილი, 15:04
სტატია ახლებში ამ წუთას არის ბოლოში...გაიხედე////დაახლოებით 2 წუთში მოხვდება პოპულარულებში
2014, 4 აპრილი, 14:53
"ერთი თხილის გულიო..." ხომაა ნათქვამი! :)))
2014, 4 აპრილი, 14:28
ამდენი ნახვები აქვს და მთავარზე რატომ არ ააქვთ,ვერ ვხვდები. ზოგი ისეთი დევს ამწუთას,20 ნახვაც არ აქვს. რის მიხედვით რას აკეთებენ,ერთი გამაგებინა.
2014, 4 აპრილი, 12:43
მალადეც ამას
2014, 4 აპრილი, 11:00
:D აი ქალი 5კაცს უძლებს
2014, 4 აპრილი, 10:51
აჰაა.
2014, 4 აპრილი, 10:49
რა მარაზმია, არა?:(
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10