x
image
მანჩო 777
მომაკვდავმა მამამ თავის 11 წლის ქალიშვილს მინი-ქორწილი მოუწყო
კალიფორნიელ 63 წლის ჯიმ ზეტს ექიმებმა დაუსვეს კუჭქვეშა ჯირკვლის მეოთხე სტადიის კიბოს დიაგნოზი. ეს ამბავი საშინელი დარტყმა იყო მისთვის და მთელი მისი ოჯახისათვის. მამაკაცის ერთდერთ სანუკვარ ოცნებას-დასწრებოდა მისი უსაყვარლესი ერთადერთი ქალიშვილის ქორწილს, ასრულება არ ეწერა, რადგან გოგონა ამ დროისათვის მხოლოდ 11 წლის იყო. ჯიმი კარგად აცნობიერებდა, რომ გოგონას სრულწლოვანებამდე ვერ იცოცხლებდა, ამიტომ მან გადაწყვიტა თავის სიცოცხლეში მოეწყო ქალიშვილისათვის მინი-ქორწილი.


image

ჯიმიმ კარგად იცოდა, რომ უმცირესი შანსიც კი არ ჰქონდა მისი ქალიშვილის ქორწილზე სტურმების სიაში ყოფნისა, ამიტომ მომაკვდავმა მამამ გადაწყვიტა 11 წლის გოგონასათვის მინი-ქორწილი მოეწყო, რათა ის თავისი თვალით ეხილა საქორწილო კაბაში და იმქვეყნად დამშვიდებული გულით წასულიყო.

image


პატარა ჯოზის მალე 11 წელი უნდა შესრულებოდა. სწორედ ამ დღეს გადაწყვიტა ჯიმიმ პატარა ქორწილის მოწყობა: შეუკვეთეს საქორწილო კაბა და ულამაზესი ტორტი, მოიწვიეს სტუმრები, მოამზადეს ნაირ-ნაირი კერძები, ყვავილებით მორთეს მთელი სახლი.

image

საღამოზე ჯოზი გრძელ თეთრ კაბაში გამოწყობილი გამოცხადდა სტუმრების წინაშე, ხოლო მამამისს კოსტიუმი ეცვა. ისინი ხელიხელჩაკიდებული გაემართნენ საკურთხევლისაკენ, სადაც პასტორი ელოდათ. თვალცრემლიანი უსმენდა მამა–შვილი ეკლესიის მსახურების მიერ წარმოთქმულ სიტყვებს. "გაცხადებთ მამა-შვილად"-ასე უცნაურად დაასრულა თავის სიტყვა პასტორმა.

image

ამ დღეს ჯოზიმ, მისმა დედამ გრეისმა და მამამ ჯიმიმ ბევრი ცრემლი დაღვარეს, თუმცა არამარტო მათ-მოწვეული სტუმრებიც ვერ იკავებდნენ თავს მათი შემყურე. მაგრამ იყო ბევრი ღიმილი და სასიამოვნო მომენტებიც. ასე რომ, ეს დღე ჯოზის მეხსიერებაში არასოდეს არ წაიშლება.

imageimageimage


7
227
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
227
  
2014, 3 აპრილი, 20:54
ვერ შეგედავები, ყველას თავისი აზრი აქვს.
2014, 3 აპრილი, 20:52
აქ სიკვდილ-სიცოცხლეზეა საუბარი...
2014, 3 აპრილი, 20:51
მესმის, მაგრამ მშობელმაც არ უნდა მიაყენოს ტრავმა ბავშვს-მე ასე მგონია:(
2014, 3 აპრილი, 20:49
სამაგიეროდ მომაკვდავ მამას აჩუქა ბედნიერების რამდენიმე საათი! ამაზე იფიქრე... მან თავის თავზე მაღლა მამამისი დააყენა :(
2014, 3 აპრილი, 20:48
ჩემი აზრით, ეს არაა სწორი საქციელი. ეს გოგონა მთელი ცხოვრება დეპრესირებული იქნება და ნამდვილი ქორწილიც ჩამწარდება ამ დღის მოგონების გამო, დიდი ფსიქოლოგიური დარტმა მიიღო:(
2014, 3 აპრილი, 20:47
საინტერესო და მძიმე ისტორიაა.
0 1 7