x
image
თამუნა გეწაძე
ლედი გაგას "საოცარი" პარიკები (+ბევრი ფოტო)

image


ლედი გაგა საზოგადოების გაოცებას სხვადასხვა მეთოდებით ნამდვილად ახერხებს. ის პარიკის აქტიური მომხმარებელია და იშვიათად შეიძლება ნახოთ მის გარეშე.

გიჟური ფერებისა და ზოგჯერ გაუგებარი სახის პარიკი მის იმიჯს კიდევ უფრო უცნაურსა და ექსტრავაგანტულს ხდის. ის თითქმის ყოველდღიურად იცვლის ვარცხნილობას, ხშირად მის გარეგნობაში აღმოჩნდება ხოლმე სხვადასხვა ფილმის გმირების სახეები ხანდახან მას დაფარული აქვს სახე რა მოტივით, ჩვენთვის ამის თქმა ძალიან ძნელია.

შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს არცერთი მომღერალი არ იცვლის ასე ხშირად გარეგნულ იერს, როგორც ლედი გაგა. ის ახერხებს იყოს სრულიად განსხვავებული. დღეს იგი შეიძლება იყოს გაბედული და მკაცრი ხვალ საოცრად ნაზი და მშვიდი, მომდევნო დღეს კი შეუძლია ატაროს კაბა ფრთებით და იფრინოს ღრუბლებში, ერთდროლად შეიძლება იყოს გიჟი და ჭკვიანი. ხანდახან მან შეიძლება რაღაც საგანი დაიმაგროს თავზე და ატაროს, შეიძლება ეს საგანი იმდენად ამოუცნობი იყოს, რომ ვერავინ ვერ მიხვდეს თუ რა არის ეს.

საინტერესოა ამ ყველაფერს ის იმიჯისათვის აკეთდებს თუ მას მართლაც მოსწონს იყოს განსხვავებული? ლედი გაგას არ აქვს ერთი სტილი მას აქვს განსხვავებული, ათასობით სტილი და საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მისი გარეგნული სახე ყოველთვის განსხვავებულია.

შეიძლება ნახოთ ის ჩვეულებრივი, ნორმალური გოგოს სახით, მაგრამ ეს ძალიან იშვიათან ხდება.ყველაზე უჩვეულო კი ის არის, რომ მიუხედავად მისი ასეთი სახეცვლილებისა მას ყოველთვის ცნობს ადამიანები.

ლედი გაგა ყოველთვის ცნობადია, რაც არ უნდა უცნაურად ჩაიცვას მან. იმის დათვლა თუ რამდენი პარიკი აქვს გამოყენებული 27 წლის მომღერალს და რამდენნარი სახე აქვს შექმნილი თითქმის შეუძლებელია.


imageimageimageimageimageimageimageimageimage








1
45
1-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
45
  
2014, 1 აპრილი, 12:34
საერთოდ ამ ქალბატონს ბუნებრივი ტმა აქვს????????
0 1 1