საზოგადოება ტვინის გარეშე დაბადებული პატარა ნოი სიცოცხლისათვის იბრძვის 2014, 30 მარტი, 15:46 პატარა ბიჭუნა, რომელიც ტვინის ძალიან მცირე ნაწილით დაიბადა, თავის მეორე დაბადების დღეს აღნიშნავს. ბავშვის დედა შერილ უოლი ამბობს, რომ ჯერ კიდევ ფეხმძიმობის დროს შეიტყო, რომ მის პატარას სერიოზული დაავადება ექნებოდა. ნაყოფს აღმოაჩნდა დიდი რაოდენობით სითხე ტვინში. ამ მიზეზის გამო ქალს ექიმებმა რამოდენიმეჯერმე შესთავაზეს ნაყოფის მოშორება, მაგრამ მან აბორტის გაკეთებაზე სასტიკი უარი განაცხადა. შერილმა და მისმა ქმარმა ბობმა გადაწყვიტეს პატარა ნოისათვის(ასე ჰქვია ბიჭუნას) სიცოცხლის შანსი მიეცათ.
ნოი 2012 წლის 6 მარტს დაიბადა. დაბადების შემდეგ მან ჩველებრივი ახლშობილივით იტირა და ამოისუნთქა, თუმცა ის თანდაყოლილი მძიმე უიშვიათესი ქრომოსომული ანომალიით დაიბადა. ბავშვს თითქმის არ აქვს ტვინი და ხერხემალშიც საკმაოდ მოზრდილი ღრმული აქვს.
ექიმებმა განაცხადეს, რომ ღრუს ამოკერვა შეუძლებელია, რადგან ის ძალიან დიდია, ამი გამო ბავშვი წელს ქვემოთ პარალიზებული იყო. გადარჩენის შანსი თითქმის ნული იყო და ოჯახი შეეგუა იმას, რომ როი მალე დაიღუპებოდა. მათ კუბოც კი იყიდეს დასაფლავებისათვის. მშობიარობიდან 10 დღის შემდეგ დედა ახალშობილთან ერთად საავადმყოფოდან გამოწერეს, თუმცა მათ გამუდმებით უწევდათ სამედიცინო ცენტრში მისვლა, რათა ტვინიდან სითხე ამოეტუმბათ ხოლმე. ექიმების გასაოცრად, პატარა როი მეტად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა და მას უკვე 2 წელი შეუსრულდა. ბოლო ხანებში ბავშვს გონიერების ნიშნები აღმოაჩნდა და ნელ-ნელა სიარულსაც ცდილობს. ყველა სიძნელის მიუხედავად, უოლების ოჯახი ძალიან ბედნიერია. რა თქმა უნდა, ისინი რეალურად აღიქვამენ სიტუაციას და მზად არიან ყველაზე უარესისათვის, მაგრამ ჯერჯერობით ხარობენ პატარა ნოის სიცოცხლის ყოველი დღით. 996 12-ს მოსწონს
|