საზოგადოება საყოფაცხოვრებო ტექნიკა სსრკ-ში 2014, 30 მარტი, 12:10 მიუხედავად იმისა, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებაში საბჭოთა კავშირი საგრძნობლად ჩამორჩებოდა დასავლეთის ქვეყნებს და საბჭოთა ადამიანებიც განებივრებული არ იყვნენ მისი რაოდენობითა და ასორტიმენტით მაღაზიის თაროებზე, ტექნიკას ასე თუ ისე მაინც აწარმოებდნენ. თუმცა მისი დეფიციტი ყოველთვის იგრძნობოდა-ხალხი წლობით აგროვებდა ფულს ამა თუ იმ ნივთის შესაძენად. დეფიციტური პროდუქციის შეძენა ძირითადად ხდებოდა ნაცნობობით-მაღაზიის დირექტორის, საწყობის გამგის ან მომმარაგებლის წყალობით და რათქმაუნდა, ფულის დამატებით.
ყველაზე საოცარი ის იყო, რომ საბჭოთა კავშირში წარმოებული საყოფაცხოვრები ტექნიკა საკმაოდ გამძლე იყო და 20-30 წლის განმავლობაში მუშაობდა. დღესაც ბევრ ადამიანს აქვს შემორჩენილი იმდროინდელი ნივთები, რომლებიც მშვენივრად მუშაობენ.
საერთოდ, ტექნიკა საბჭოთა კავშირში იწარმოებოდა შემდეგი პრინციპით: პირველ რიგში უნდა დაკმაყოფილებულიყო არმია, ხოლო შემდეგ მოსახლეობა.
მოდით მცირე ხნით ერთად ვიმოგზაუროთ წარსულში და თვალი გადავავლოთ, თუ რა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკა კეთდებოდა საბჭოთა კავშირში. ექსკურსია დავიწყოთ ბერდის რადიოქარხნიდან "Вега" წარმოგიდგენთ ქარხნის სუვენირულ პროდუქციას-რადიოზარს. ის გამოუშვეს 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის დროს და სუვენირად გადაეცა შეჯიბრების მონაწილეებს კვლავ ბერდის ქარხნის ნაწარმი-ელექტროსაპარსი და ინჰალატორი ეს ლეგენდარული ფოტოაპარატი ФЭД-ია რადიომიმღები "Звезда-54", რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებში გამოდიოდა ნოვოსიბირსკში წარმოებული ლენტიანი მაგნიტოფონი "Комета" უშვებდნენ აგრეთვე ასეთ უცნაურ მაგნიტოფონებს სსრკ-ში ტელევიზორების ფართო ასორტიმენტი იწარმოებოდა. აი რამოდენიმე მათგანი ეს კი ჩვეულებრივი თმის ფენია უთო, ესეც ჩვეულებრივი როგორც ჩანს, სსრკ-ში სამზარეულოს კომბაინებსაც უშვებდნენ, თუმცა მათ მაღაზიის თაროებზე ვერასოდეს ვერ ნახავდით ვაფლის ელექტროსაცხობი. დარწმუნებული ვარ, დღესაც ბევრ ოჯახშია ეს ნივთი ლეგენდარული მაცივარი Зил სარეცხი მანქანა კინომოყვარულებისათვის გამოდიოდა კინოკამერები და კინოპროექტორები სსრკ-ში სათამაშო ავტომატებსაც კი აწარმოებდნენ თურმე კერვის მოყვარულთათავის ასეთი ხელის და ელექტრო საკერავი მანქანები გამოდიოდა სიფონი წყლის გაზირებისათვის კასეტებიანი მაგნიტოფონი "Электроника" ელექტრონული გამომთვლელი მანქანები ანუ კალკულატორები ესეც მტვერსასრუტი საყოფაცხოვრებო კონდიციონერი პირველი საბჭოთა ვიდეომაგნიტოფონი და ბოლოს, პირველი საბჭოური პერსონალური კომპიუტერი 388 7-ს მოსწონს
|