ქალი და მამაკაცი მამაკაცს გიტარით ხელში 30%-ით მეტი შანსი აქვს გაიცნოს გოგონა 2014, 29 მარტი, 17:23 გიტარიან მამაკაცებს უფრო მეტი შანსი აქვთ გაიცნონ გოგონა და გამოართვან ტელეფონის ნომერი.
ტესტი სამხრეთ ბრიტანიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს, რომელსაც პროფესორი ნიკოლას გუიგუნი(Nicolas Gueguen) ხელმძღვანელობდა.
20 წლის მამაკაცს დაავალეს მისულიყო გასაცნობად საყიდლებზე გამოსულ 300 ქალთან 18-იდან 22 წლამდე, პირველ შემთხვევაში გიტარით ხელში, მეორე შემთხვევაში მხარზე სპორტული ჩანთით გადაკიდებული, ხოლო მესამედ ხელცარიელი.
ქალების 31%-მა გიტარიან მამაკაცს ტელეფონის ნომერი დაუტოვეს, 15% ხვდა წილად ხელცარიელ მამაკაცს, ხოლო ყველაზე ნაკლები ნდობა დაიმსახურა სპორტულ ჩანთიანმა მამაკაცმა-სულ 9%.
კველევებმა დაადასტურეს, რომ გიტარიან მამაკაცში ქალები ხედავენ ინტელექტს, ჰუმანურობას, ათვისების ახალი უნარებს, სტატუსს და ჰობის. 36 4-ს მოსწონს
|