x
image
WhiteBlack
შვილმა მამა ჩაქუჩით მოკლა - კომპიუტერული თამაშის ("Gothic") გამო

imageრუსეთში, ქალაქ ტუაფსეში
პოლიციამ 14 წლის მოზარდი დააკავა, რომელმაც საშინელი დანაშაული ჩაიდინა. ბიჭმა ჯერ
ჩაქუჩით მძინარე მამა მოკლა, შემდეგ კი დედა გააღვიძა და კლავიატურის დაბრუნება მოსთხოვა. ამის შემდეგ მკვლელი წყნარად გაემართა საკუთარი ოთახისკენ თამაშის (Gothic) გასაგრძელებლად. საკუთარი მამის
მკვლელობისთვის მას 10 წლიანი პატიმრობა ემუქრება.
25 წლის დის განცხადებით - საღამოს ძმა ჩვეულებრივად იქცეოდა, ცოტას ლაპარაკობდა და ტელეფონზე თამაშობდა, შემდეგ მამასთან ერთად ტელევიზორში კომედიურ გადაცემას უყურებდა. სანამ ყველანი დასაძინებლად წავიდოდნენ, მშობლებმა ბიჭს უთხრეს, რომ იმ ღამეს კომპიუტერის თამაშში ვერ გაატარებდა, როდესაც ბავშვმა გაპროტესტება დაიწყო დედამ კომპიუტერს კლავიატურა მოხსნა და თავის ოთახში დამალა.
გვიან ღამით მოზარდმა ჩაქუჩი აიღო და მშობლების საძინებლისკენ გაემართა, ჯერ მამა მოკლა შემდეგ კი დედას დაემუქრა, რომ თუ კლავიატურას არ დაუბრუნებდა მასაც იგივე ბედი ელოდა.
შოკირებულმა ქალმა ბიჭს ნივთი დაუბრუნა, ამის შემდეგ დამნაშავემ ტელეფონი აიღო და დედა ოთახში ჩაკეტა.

დაკავების შემდეგ მკვლელმა ყველაფერი აღიარა, თან გახარებულიც იყო „მკვლელობის შემდეგ ოჯახის უფროსი მე გავხდი“ ერთადერთი რაც მას ადარდებდა და იკითხა, „ციხეში კომპიუტერი მექნება?
image



0
133
4-ს მოსწონს
ავტორი:WhiteBlack
WhiteBlack
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0