არასწორად პარკირებული AUDI A3 გადააბრუნეს.
სამწუხაროდ, მომრავლდა ისეთი ხალხი, რომელიც თავისი ნაგლური და სულელური გამოხტომებით სერიოზულ პრობლემას უქმნის გარშემო მყოფ ფართო საზოგადოებას.
მაგალითად, მანქანას აყენებენ როგორც....
ადეკვატური ხალხი ამას უბრალოდ წყობილებიდან გამოჰყავს და ხდის მათ არაადეკვატურს.
საჭიროა დამნაშავის მკაცრად დასჯა, რომ დიდხანს დაიმახსოვროს.
სწორედ ასეთი შემთხვევა მოხდა ეკსარხში (საბერძნეთი). ვიღაც გენიოსმა თავისი AUDI A3 Sportback, 2 სანაგვე ურნის გვერდზე დააყენა, რამაც პრაქტიკულად ჩაკეტა ქუჩაში მოძრაობა, მხოლოდ რამდენიმე პატარა მანქანა თუ ახერხებდა გასვლას.როდესაც ამ ქუჩაზე ავტობუსის გავლის დრო მოვიდა, რომელიც თავის მარშრუტზე დადის შეიქმნა საკმაოდ დიდი პრობლემა.(ათობით უკმაყოფილი მგზავრი.)
თავდაპირველად, ავტობუსის მძღოლს სურდა პრობლემის ცივილურად მოგვარება, მან და კიდევ რამდენიმე მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა რამდენიმეჯერ სიგნალი მისცეს, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ავტომობილის მფლობელი არსად არ სჩანდა.სწორედ მაშინ იქნა მიღებული კოორდინირებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უბედური AUDI A3 უბრალოდ, ერთ გვერდზე გადაატრიალეს ურნებთან უფრო ახლოს, ისე რომ გასვლა ყველას შესძლებოდა.
პ.ს საინტერესო იქნებოდა ავტომობილის მფლობელის რექცია მანქანას რო ნახავდა, თუმცა ამაზე ინფორმაციას არ ავრცელებენ.