x
image
WhiteBlack
უცნაური და ორიგინალური ჯარიმები

imageსინგაპური.
სინგაპური სახელგანთქმულია ქუჩების სისუფთავით. იქ არსებობს
რამდენიმე უცნაური ჯარიმაც. მაგალითად, თქვენ მოგიწევთ 500 დოლარის გადახდა თუ, საზოგადოებრივი საპირფარეშოთი ისარგებლებთ და წყალს არ ჩაუშვებთ. ასევე სინგაპურში აკრძალულია საღეჭი რეზინების შეტანა და მოხმარება ამ შემთხვევაში ჯარიმა დაახლოებით 400 დოლარს უდრის.




ესპანეთი.
აქ თქვენ შეიძლება დაჯარიმდეთ სანაპიროს „დუშის“ არამიზნობრივად გამოიყენებისთვის. მაგალითად, თუ გარეცხავთ ვაშლს ან რაიმე სხვა ნივთს მოემზადეთ 750 ევროს გადასახდელათ. ალკუდიის და კან-პიკაფორტას სანაპიროებზე მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრაც იკრძალება ჯარიმა 300 ევროა.


ირლანდია.
XI საუკუნეში ორიგინალური ტრადიცია შემოიღეს, რომელსაც თითქმის მთელი მსოფლიო კარგად იცნობს. 29 თებერვალს ქალებს შეუძლიათ მამაკაცებისთვის ხელის თხოვნა. უარის მიღების შემთხვევაში მამაკაცები დაჯარიმდებიან.


ტაილანდი.
ამ ქვეყანაში მკაცრად იკრძალება ფულზე ფეხის დადგმა. მიზეზი კი მარტივია, ყველა კუპიურაზე მეფის გამოსახულებაა.


იტალია.
სწორედ იტალიას უჭირავს პირველი ადგილი ევროპაში ყველაზე უცნაური და ორიგინალური ჯარიმების ოდენობით. ვენეციის სანაპიროზე იკრძალება ნიჟარების შეგროვება, ჯარიმა - 25_დან 250 ევრომდე. ქალაქ ებოლში იკრძალება ავტომობილში ვინმესთვის ტუჩებში კოცნა, ჯარიმა 500 ევროა. კურორტ ფორტე-დეი-მარმზე „სიესტის“ (სადილის შემდეგ დასვენება) დროს არ შეიძლება გაზონის საკრეჭი მანქანის ჩართვა.


ავსტრალია.
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კვირაობით იკრძალება ვარდისფერი შარვლით გასვლა. ხოლო გადამწვარი ნათურის გამოცვლის უფლება მხოლოდ სერტიფიცირებულ სპეციალისტს აქვს.


დიდი ბრიტანეთი.
აქ ტროტუარზე "ველოსიპედით" გავლა არ შეიძლება, ჯარიმა შეადგენს 100 ევროს. 3 წუთზე მეტ ხანს თუ მანქანას გააჩერებთ და ძრავს არ გათიშავთ 120 ევროს გადახდა მოგიწევთ.

0
240
4-ს მოსწონს
ავტორი:WhiteBlack
WhiteBlack
240
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0