საქართველო "მეფე შიშველია!" 2014, 26 მარტი, 13:12 ![]() ექსპრემიერმა ივანიშვილმა ტელეეთერიდან პატარა ბავშვივით დატუქსა პრეზიდენტი, თურმე ხასიათი და პრინციპები აღმოსჩენია. საინტერესოა, ბატონი პრეზიდენტი არ აღმოჩნდა მარიონეტი, არა და სწორედ მისი რბილი ხაისათის გამო არ აგვარჩევინეს? ბიძინა ივანიშვილისთვის ის ერთადერთი იყო მთელი გუნდიდან, რომლის მართვასაც სამოქალაქო სექტორიდან უპრობლემოდ შესძლებდა. ახლა რა გამოდის, აბსოლუტური დიქტატურის ქვეშ ვართ და ვერ ვხვდებით? პირველი, არ მინდა მყავდეს პრეზიდენტი, რომელსაც მიუთითებენ, როდის რა თქვას, სად წავიდეს და სად იცხოვროს.მეორე, რატომ გადავიდა ქვეყანა საპრეზიდენტოდან საპრემიერო მმართველობაზე ისე, რომ ხალხისთვის არაფერი უკითხავთ? ან თუ პრემიერი უნდა ყოფილიყო პირველი ფიგურა, მაშინ პრემიერ-მინისტრის არჩევის საშუალება უნდა მოეცათ ჩვენთვის. რა გამოვიდა ავირჩიეთ პრეზიდენტი და დავიჯერეთ რომ თავად გადავწყვიტეთ, ვინ მართოს ქვეყნის ბედი და აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ქვეყანას ივანიშვილი მართავს, რომელიც პოლიტიკაშიც კი არ დარჩა, მხოლოდ იმიტომ რომ ზედმეტი პასუხისმგებლობა აერიდებიან თავიდან? გვატყუებენ! არა კი არ გავტყუებენ თავს ვატყუებინებთ! ვსხედვართ და ველოდებით... ველოდებით როდის მივა მთავრობა უკიდურეს ზღვართან, როდის შეილახება ბოლომდე ჩვენი უფლებები, როდის აგვევსება პირთამდე მოთმინების ფიალა და მერე... მერე ისევ ერთი აღელვებული ტალღა ხალხის, რომელიც კვლავ ცხელ გულზე მიიღებს გადაწყვეტილებას... 76 2-ს მოსწონს
|