სხვა ყველაზე საოცარი ადამიანი დედამიწის ზურგზე:კაცი,რომელიც არ ბერდება 2014, 26 მარტი, 9:51 გერმანიაში, ქალაქ ჰელში ცხოვრობს ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ადამიანი დედამიწის ზურგზე იაკობ ციპეროვიჩი(Яков Циперович).მისი უცნაური ისტორია 1979 წლიდან იწყება. ცხოვრობდა ბელორუსიაში, ქალაქ მინსკში. ამ წელს მან კლინიკური სიკვდილი გადაიტანა, (ცოლმა მოწამლა ღვინით ეჭვიანობის გამო)რომელიც თითქმის ერთი საათი გაგრძელდა, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ამ შემთხვევიდან ერთი კვირის შემდეგ იაკობს დაეკარგა ძილის მოთხოვნიელება, უფრო მეტიც, მას წამოწოლის სურვილიც კი არ ჰქონდა. როგორც კი მიიღებდა ჰორიზონტალურ მდგომარეობას, მაშინვე თითქოს რაღაც ძალა უბიძგებდა რომ ფეხზე დამდგარიყო.ასე გაგრძელდა 16 წელი, მედიცინაში ამ მოვლენას(ადამიანი, რომელიც ვერ იძინებს) ქრონიკული კოლესტიტი ჰქვია. 1995 წლიდან დაიწყო იოგაზე ვარჯიში.მედიტაციის და სხვა აღმოსავლური პრაქტიკული ვარჯიშების შემდეგ მან შესძლო და ორგანიზმი აიძულა 2-3 საათით მაინც მიეღო ჰორიზონტალური მდგომარეობა და დაესვენა. ყველაზე არაჩვეულებრივი ამ ისტორიაში კი ისაა, რომ იგი არ ბერდება, იგი ამჟამად 60 წლისაა, თუმცა გამოიყურება როგორც 35 წლის ახალგაზრდა კაცი.(ზედა პირველი ფოტო)აღსანიშნავია, რომ კლინიკური სიკვდილის გადატანის შემდეგ მისი სხეულის ტემპერატურა 34 გრადუსზე ზემოთ არ ადის, სპეციალისტების აზრით ესაა მიზეზი მისი, რომ იგი ასე ახალგაზრდულად გამოიყურება. მეცნიერები და მედიკები მხოლოდ გაოცებისგან მხრებს იჩეჩავენ ამ არაჩვეულებრივი ფენომენის გამო. 1239 5-ს მოსწონს
|